...

ცვლილებები 2017/18 წლების სეზონისთვის

გერმანიაში ახალი სეზონი ამ პარასკევს დაიწყება და ბუნდესლიგის 2017/18 წლების კამპანიას მიუნხენის "ბაიერნი" 18 აგვისტოს გახსნის. "რეკორდმაისტერი" შინ ლევერკუზენის "ბაიერს" დაუპირისპირდება.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ახალ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა, მათ შორის კი ისტორიული მოვლენებიც არის, რომლებიც გერმანულ ფეხბურთში პირველად დაინერგება.

განახლებული ალიანს არენა

ამ ზაფხულს მიუნხენური კლუბის სტადიონზე ახალი ბრენდის ორი დიდი ეკრანი ჩამოიკიდა. ახლი ეკრანები ძველზე გაცილებით დიდია და ევროპაში ყველაზე დიდია. ამავდროულად, "ალიანს არენაზე" ახალი პროჟექტორები და განათებები დამონტაჟდა. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია სტადიონს გარედანაც ჩაუტარდა: გაფართოვდა უნარშეზღუდულებისათვის განკუთვნილი გზა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

მატჩების დაწყების დრო

ბუნდესლიგის პარასკევის მატჩები ჩვეულებისამებრ 22:30 საათზე დაიწყება. შაბათსაც ყველაფერი უცვლელია - დღის 5 მატჩი 17:30 საათზე, საღამოს შეხვედრა კი - 20:30 საათზე. კვირას პირველი მატჩი კვლავ 17:30 საათზე დაიწყება, მაგრამ საღამოს შეხვედრა 19:30-ს მაგივრად სტარტს 20:00 საათზე აიღებს. გარდა ამისა, კვირას 15:30 საათზე 5 მატჩი გაიმართება, ხოლო კიდევ 5 - ორშაბათს 22:30 საათზე.

მსაჯები

ახალ სეზონში "ბაიერნი" ახალ მსაჯებსაც შეხვდება. ყველაზე საინტერესო ახალი სახე კი 38 წლის ბიბიანა შტაინჰაუსი გახლავთ - პირველი ქალი მსაჯი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც ბუნდესლიგაში იმუშავებს. ბიბიანამ ქვედა ლიგებსა და გერმანიის თასზე დააგროვა გამოცდილება. მან ახლახანს "ბაიერნისა" და "ჩემნიცის" შეხვედრა განსაჯა. შტაინჰაუსის გარდა, მარტინ პეტერსენი, სვენ იაბლონსკი და ზორენ სტოკსი დაწინაურდნენ, ხოლო ვოლფგანგ შტარკმა, გიუნტერ პერლმა და იოახიმ დრეესმა კარიერა დაასრულეს.

მსაჯების მხარდაჭერა

ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად - მინდვრის მსაჯებს ვიდეო ასისტენტი დაეხმარებათ. დამხმარე არბიტრი რამდენიმე ეკრანთან ცალკე კაბინაში იჯდება და მთავარ მსაჯს დაუკავშირდება. ე.წ. "ვიდეორეფერის" გოლების გაუქმება, პენალტების, წითელი ბარათებისა და სხვა სახის საეჭვო სიტუაციების გადამოწმება შეუძლია. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა