...

ბაიერნი 3:1 ბაიერი - მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონის გახსნითი მატჩის შემდეგ "ალიანს არენაზე" პრესკონფერენცია გაიმართება და გუნდების წარმომადგენლებმა მატჩი შეაფასეს.

მიუნხენის "ბაიერნმა" შინ ლევერკუზენის "ბაიერი" მიიღო და საკმაოდ სანახაობრივ ორთაბრძოლაში 3:1 დაამარცხა.

ჰასან სალიჰამიჯიჩი: "ჩვენ მოვიგეთ და პირველი სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ ბედნიერები და კმაყოფილები ვართ. თუმცა რა თქმა უნდა არის რაღაცეები, რაც უნდა გავაუმჯობესოთ."

კარლო ანჩელოტი: "რთული მატჩი გამოვიდა. სწრაფი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ თავს კარგად ვერ ვიცავდით. მეტოქეს ზონებს შორის დიდ სივრცეებს ვუტოვებდით. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვითარება გვსურს. უფრო კომპაქტურები უნდა ვიყოთ. ჰუმელსს მუცლის პრობლემა ჰქონდა, მიულერის შეცვლა კი ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. ჩვენ სისტემის შეცვლა გვინდოდა."

ნიკოლას ზიულე: "ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო - პირველი მატჩი ჩემს ახალ კლუბში და პირველი გოლი. ეს მშვენიერი დასაწყისი იყო. მატჩი კი მარტივი არ იყო, მსხვერპლი საკმაოდ გავიღეთ. პირველ ტაიმში შეცდომებს ვუშვებდით, ხოლო მეორე ნახევარში სიტუაცია უფრო აირია. გუნდს სიჯანსაღე აკლდა. შანსები ნამდვილად იყო და შესაძლოა უფრო მეტი გოლიც გასულიყო."

ჰეიკო ჰერლიხი ("ბაიერის" მთავარი მწვრთნელი): "არასოდეს არის კარგი შეგრძნება, როდესაც მარცხდები, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ თამაშის შემდეგ ამაყები უნდა ვიყოთ. ჩვენ ენერგიულად ვუტევდით და რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით. საბოლოო ჯამში, ამ მომენტებით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, მაგრამ მათი გამოყენებაა საჭირო. "ბაიერნის" გამარჯვებაში კი არაფერია გასაკვირი."

ბერნდ ლენო ("ბაიერის" მეკარე): "შერეული გრძნობები მაქვს, რადგან უფრო მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ მიუნხენში თუ მათ ვერ გამოიყებენ, აუცილებლად წააგებ."

ჯონათან ტა ("ბაიერის" მცველი): "ჩვენ პირველ ტაიმში კონტრშეტევებზე დაგვიჭირეს და სტანდარტულიდან სულელური გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში სიტუაციის შესაცვლელად ბევრი შანსი გვქონდა. "ბაიერნმა" კი მომენტები გამოიყენა და სტანდარტულებიდან შეაგდო. თუმცა არაუშავს, ეს პირველი თამაში იყო."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა