მოგეხსენებათ, პირველი იანვრიდან მიუნხენის "ბაიერნის" მცველ დავიდ ალაბას ნებისმიერ კლუბთან შეუძლია წინასწარი კონტრაქტის გაფორმება.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 28 წლის მცველმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და მალე მხარეები ამ ყველაფერს გააოფიციალურებენ.
წყაროს ცნობით, ალაბა "სამეფო კლუბთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო მისი ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება.
საინტერესოა, რომ ასეთივე ანაზღაურებას ფეხბურთელს "ბაიერნიც" სთავაზობდა, შესაბამისად, უცნაურია, რატომ დათანხმდა ავსტრიელი "რეალის" შეთავაზებას.
შეგახსენებთ, რომ ალაბას "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.