...

კანმა ბაიერნი გააკრიტიკა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა გოლკიპერმა, ლეგენდარულმა ოლივერ კანმა, "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის პირველ ტურში ნაჩვენები თამაშის გამო გააკრიტიკა.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში "ბაიერნმა" შინ ლევერკუზენის "ბაიერი" მიიღო და საკმაოდ სანახაობრივ ორთაბრძოლაში 3:1 იმარჯვა.

"სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის მისცა "ბაიერნმა" მეტოქეს ამდენის უფლება. სავარაუდოდ, ძალიან დიდი ხნის წინ. ანჩელოტი ფრთხილად უნდა იყოს!", - აღნიშნა "ტიტანმა."

პირველ ტურში ლევერკუზენელებს მართლაც ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ "ბაიერნის" მეორე მეკარემ, სვენ ულრაიხმა, შესანიშნავად ითამაშა და 3-4 რთული ბურთი მოიგერია.

აღსანიშნავია ისიც, რომ "Kicker-მა" და "Spox-მა", პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე სწორედ ულრაიხი დააყენეს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ოლივერ კანი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა