...

სპორტული ბარები და პაბები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ მიუნხენში ყოფნისას

სურათის წყარო: GRAMOMANIAS

დიახ,მიუნხენი ლუდის ქალაქია (განსაკუთრებით მათთვის,ვინც იქ შემოდგომის ფესტივალისთვის არის ჩასული).ამ დროს ქალაქის საუკეთესო ბარები უარს ამბობს მსუბუქი კოკტეილისდამზადებაზე და ცდილობს ისინი მაღალი კონცენტრაციის იყოს,ამასთან ზოგიერთი  ლუდის პაბი იმდენად ახალია,რომ მათ შესახებ ადგილობრივებმაცკი არ იციან.დაუვიწყარი ღამის ქონა და გართობა გსურთ,ხოლო ქალაქის გამოღვიძება? ამყველაფრის გასაკეთებლად ჩვენ საუკეთესო ადგილებს წარმოგიდგენთ. სიის შედგენისას გამოვიყენეთ რესტორანთა რეიტინგი ცნობილი ტურისტული საიტებიდან და კატალოგი - Myplacesonmap.com


1. Gamsei


ნაწილობრივ მაღალი კლასის კოკტეილ-ლაუნჯი,ნაწილობრივ ანტი-გლობალიზაციური პროტესტი,გემოვნებით შექმნილი ახალი Gamsei მხოლოდ რეგიონულ კოკტეილებს ასხამს. ამისთვის ის ადგილობრივ საშუალებებს იყენებს ხოლმე, ძირითადად კი ცოცხალ ინგრედიენტებს, რომლებიც ქალაქგარე დასახლებიდან მოაქვთ. ავსტრალიელი მეპატრონე მეთიუ ბაქსი ამ დრომდე ნამდვილ ხელოვანად რჩება. მან Gamsei-ის კრეატიული სული ჩაჰბერა, ხოლო საკუთარ მომხმარებლებს სვთავაზობს „საშუალო ასაკის კრიზისსა“ (Mid-Life Crisis) და ნიტრო მიუსლის (Nitro Muesli) პატარა, ნახევრად ღია ლაუნჯში, რომლის ინტერიერი ბავარიული ლუდის ბარების ძველი სტილისა და მინიმალისტური იაპონური სახლების ერთგვარი ნაზავი გახლავთ.


2. Bar Gabany


ვისკის რამდენიმე წიგნის ავტორ სტეფან გაბანისის კოკტეილ-ლაუნჯი არდბეგს, ტორფის კუნძულს, სიამაყის ნამდვილ მიზეზს აძლევს საკუთარი სკოჩით. მაგარი სასმელები მხოლოდ ნახევარია იმისა, თუ რისი დაგემოვნება შეგიძლიათ აქ. ლაუნჯში სასიამოვნო ატმოსფეროა, იგი ფესტივალთან ახლოს, სარდაფში გახლავთ განთავსებული. Bar Gabányi-ს ფართო გასართობი პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელიც პოეზიას, ჯაზს, პალატის მუსიკასა და საცეკვაო წარმოდგენებს აერთიანებს. ყოველივე ეს მაყურებელზე დიდ ეფექტს ახდენს. ბარში უამრავ ინტიმურ კუთხესა, თუ პაემნისთვის შესაფერის ადგილს ნახავთ. ეს დაწესებულება თანამედროვე კლასიკაა, რომელიც შთაგონებული Gabányi’s tenure-ით იყო, ქალაქის ძველი სკოლის საყვარელ შუმანის ამერიკული ბარით.



ლუდი მიუნხენში? ყველაფრის მიუხედევად არაბავარიული ლუდი დღემდე რჩება ყველაზე დიდ იშვიათობად გერმანიის გულში. გამოასწორეთ თქვენი  IPA ამ პაბში და ეგრეთწოდებულ „chophouse“-სს, რომელიც მიუნხენის უნივერსიტეტთან არის ახლოს, აუცილებლად ეწვიეთ. მისი ლუდის ბოთლების გრძელი სია მოიცავს ამერიკულ, ბელგიურ, ბრიტანულ, თუ იტალიურ სახელწოდებებს, მაგალითად Brooklyn, Firestone Walker, და BrewDog.

საოცარი ისიც გახლავთ, რომ სიას ფაქტობრივად ვერასდროს შეატყობთ, რომ მომსახურე პერსონალი უცხოურ სტილსაც იყენებს, თუნდაც მაგარ Crew IPA -ს, რომელიც ბავარიის საკუთარი Ale Werkstatt-დან არის. თუკი აქ უკვე გემრიელად მიირთვით, არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში წასვლამდე ისეთი რამეებიც დააგემოვნოთ, როგორებიცაა ევროპული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნეკნები და ღორის ხორცის სენდვიჩები.


4. Padres



ამ ხმაურიან „ბრმა ვეფხვს“(იგივე "ბრმა ღორი",ან "ბრმა ვეფხვი" – დაწესებულება რომელიც "აკრძალვის პერიოდში" არალეგალურად ყიდდა ალკოჰოლს შეერთებულ შტატებში), რომელიც Old Town-ის სამხრეთ შესასველთან არის ახლოს, სახელი სან-დიეგოს უიღბლო MLB-ის გუნდის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელსაც, ისინი „ბეისბოლის ყველაზე საშინელ გუნდს“ უწოდებენ. „მოთამაშეები“, რომლებიც ბარის მიღმა დგანან, კოკტეილების ისტორიის მამის მარკო ბეირის მსგავსად, კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. ისინი მუდამ მომხმარებლების  სამსახურში არიან და მათ მთელი ღამის განმავლობაში ორიგინალურ სასმელებსა, თუ კლასიკურ  highballs-ს სთავაზობენ. ბრტყელი ეკრანების მქონე ტელევიზორები პაბს სპორტული ბარის იერს უქმნის, განსაკუთრებით კი ბუნდესლიგის ღამის დროს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აქ სტუმრობისას არავითარ შემთხვევაში შეუკვეთოთ Hefeweizen. თუკი ამ რესტორანზე დამატებითი ინფორმაცია დაგაინტერესებთ შეგიძლიათ მოიძოთ რესტორნების კატალოგში სახელად Myplacesonmap.


5. Ella


ადამიანების უმეტესობა Lenbachhaus -ს იმიტომ სტუმრობს,რომ ახალ გახსნილი მუზეუმის ექსპრესიონისტული ნახატებით დატკბნენ. ისინი დათვალიერების შემდეგ ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მოდური კაფე-ბარის გამო იკავებენ თავს სახლში წასვლისგან. ამ დაწესებულებას კოკტეილის საათი აქვს, რომლის დროსაც იგი მომხმარებლებს ტკბილ-მწარე არომატებით გაჯერებულ Aperol-სა და კლასიკურ Old World-ს სთავაზობს, ასევე ღვინის გერმანულ, იტალიურსა და ფრანგულ ყველაზე ძვირადღირებულ ბოთლებს. ამ ყველა პლუსთან ერთად, ეს დაწესებულება უგემრიელესი იტალიური სამზარეულოთი და ნეოკლასიკური არქიტექტურული ხედებით გამოირჩევა, რომლებიც კონინგსპლაზის მოედანთან არის ახლოს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა