...

გამარჯვების გარანტი - მიულერის ფაქტორი

ბრემენის "ვერდერთან" ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრის წინ "Sportbild-მა" თომას მიულერის შესახებ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები მოიძია და გაარკვია, რომ თომასი "რეკორდმაისტერისათვის" გამარჯვების გარანტია.

27 წლის გერმანელს ეროვნულ ჩემპიონატში უკვე 96 გოლი აქვს გატანილი და ძალიან ახლოს არის ასიანთა კლუბში გაწევრიანებასთან. თომასი "ბაიერნის" სიმბოლო და ქომაგების უსაყვარლესი მოთამაშეა.

მიულერს გასული სეზონი სუსტი ჰქონდა, რის გამოც მნიშვნელოვან თამაშებში სათადარიგო სკამზე მოუწია დაჯდომა. თუმცა მისი როლი გუნდის წარმატებაში უდიდესია, რასაც "Sportbild-ს" ანალიტიკური მონაცემები ადასტურებს:

  • მიულერმა გერმანიის ბუნდესლიგის 75 შეხვედრაში გაიტანა გოლი და "ბაიერნს" აქედან არცერთი თამაში არ წაუგია - 71 მოგება, 4 ფრე.

  • ბუნდესლიგაში ჩატარებული 8 სეზონიდან ექვსში მიულერს ორმაგი ორციფრა შედეგები ჰქონდა (10 ან მეტი გოლი+10 ან მეტი საგოლე პასი). რვიდან 7 სეზონში კი თომასმა 10 ან მეტი ასისტი გააკეთა.

  • მიულერი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში 96 გოლი აქვს გატანილი და უკვე "ბაიერნის" ისტორიაში, ბუნდესლიგაში გატანილი ბურთებით, მეხუთე ბომბარდირია. მის წინ 102 ბურთით დიტერ ჰიონესია.

  • მიულერმა "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 398 ოფიციალურ თამაშში 161 გოლი გაიტანა და 142 საგოლე გადაცემა გააკეთა ანუ ჯამში 303 შედეგიანი ქულა დააგროვა.

  • 1963 წლიდან მოყოლებული "ბაიერნის" მაისურით უფრო მეტი გოლი მხოლოდ გერდ მიულერსა (552) და კარლ-ჰაინც რუმენიგეს (218) აქვთ გატანილი.

  • 2009 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, თომასი მიუნხენური გრანდის განუყოფელი ნაწილია - უკანასკნელი 8 სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 18 ბუნდესლიგის მატჩი გამოტოვა (აქედან 5 გასულ სეზონში და ორი ტერფის დაზიანების გამო).

  • თომას მიულერმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 16 ასისტი გააკეთა და პერსონალური რეკორდი დაამყარა. ბუნდესლიგაში მას მხოლოდ ემილ ფორსბერგმა (22) აჯობა.

  • ამ 16 საგოლე პასიდან 11 მიულერმა თამაშების მეორე ნახევარში გააკეთა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა