...

ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა!

რამდენიმე წუთის წინ უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "რეკორდმაისტერის" ჯგუფში ერთი ევროპული ტოპ-კლუბი და ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტია - "პარი სენ ჟერმენი", რომელიც ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგას უფრო ამბიციურად მიუდგება.

თუმცა მესამე და მეოთხე კალათიდან შედარებით სუსტი გუნდები ამოვიდნენ: ბელგიური "ანდერლეხტი" და შოტლანდიური "სელტიკი". "ბაიერნი" და "პსჟ" აშკარა ფავორიტები არიან.

რაც შეეხება გერმანულ კლუბებს, ვიცე-ჩემპიონი "ლაიფციგი" ყველაზე თანაბარ G ჯგუფში მოხვდა, რომელშიც თავი "მონაკომ", "პორტუმ" და "ბეშიქთაშმა" მოიყარეს. "ხარებს" ფლეი-ოფში გასვლის საკმაოდ კარგი შანსები აქვთ.

დორტმუნდის "ბორუსია" კი შეიძლება ითქვას, რომ "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა. პიტერ ბოშის შეგირდები მოქმედ ჩემპიონ მადრიდის "რეალსა" და იურგენ კლოპის "ლივერპულს" გაეჯიბრებიან. მეოთხე გუნდი კი აუტსაიდერი ნიქოზიის "აპოელია".

ჯგუფი A:
ბენფიკა (პორ)
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგ)
ბაზელი (შვეი)
ცსკა (რუს)

ჯგუფი B:
მიუნხენის ბაიერნი (გერ)
პსჟ (საფ)
ანდერლეხტი (ბელ)
სელტიკი (შოტ)

ჯგუფი C:
ჩელსი (ინგ)
მადრიდის ატლეტიკო (ესპ)
რომა (იტა)
ყარაბახი (აზე)

ჯგუფი D:
იუვენტუსი (იტა)
ბარსელონა (ესპ)
ოლიმპიაკოსი (საბ)
სპორტინგი (პორ)

ჯგუფი E:
მოსკოვის სპარტაკი (რუს)
სევილია (ესპ)
ლივერპული (ინგ)
მარიბორი (სლვ)

ჯგუფი F:
დონეცკის შახტარი (უკრ)
მანჩესტერ სიტი (ინგ)
ნაპოლი (იტა)
ფეინოორდი (ჰოლ)

ჯგუფი G:
მონაკო (საფ)
პორტუ (პორ)
ბეშიქთაში (თურ)
ლაიფციგი (გერ)

ჯგუფი H:
მადრიდის რეალი (ესპ)
დორტმუნდის ბორუსია (გერ)
ტოტენჰემი (ინგ)
აპოელი (კპრ)скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა