...

ბაიერნმა ლევანდოვსკის დუბლით იმარჯვა

მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერთან" 13 მატჩიანი გამარჯვებათა სერია გააგრძელა და ბრემენული კლუბი ბუნდესლიგის ახალი სეზონის მეორე ტურშიც დაამარცხა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ბრემენში საკმაოდ კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ ძალიან არ გაუმართლა. "ბაიერნს" რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ "ვერდერის" მეკარე პავლენკა დამაჯერებელი იყო, ერთხელ მასპინძლები ხარიხამაც გადაარჩინა. "რეკორდმაისტერი" დიდ უპირატესობას ფლობდა და მომენტებს ძირითადად ფლანგებიდან ქმნიდა.

მეორე ტაიმში "ბაიერნს" სახიფათო მომენტების შექმნა გაუჭირდა, მაგრამ ნავსი მაინც გატეხა. 72-ე წუთზე არტურო ვიდალმა მარჯვენა ფრთაზე კარგი პასით კინგსლი კომანი მოძებნა, რომელმაც მცველს თავგზა აუბნია და საჯარიმოში ლევანდოვსკის ჩაუწოდა. პოლონელმა კი ტექნიკურად, ქუსლით დაარტყა და ანგარიში გახსნა. 3 წუთში კი პოლონელმა ბურთი ცენტრის სიახლოვეს მიიღო, ერთ მცველი სისწრაფეზე ჩამოიტოვა, საჯარიმოში შესულმა კი მარცხენა ფეხით პავლენკას ფეხებს შუა გაუძვრინა - 2:0!

ლევანდოვსკის დიდებული დუბლით "ბაიერნმა" მორიგი, უფრო დამაჯერებელი, გამარჯვება მოიპოვა და სანაკრებო პაუზაზე კარგი განწყობით გავიდა.

ვერდერი 0:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 - ლევანდოვსკი (72'), 0:2 - ლევანდოვსკი (75').
გაფრთხილება: ეგეშტაინი (32') - ვიდალი (60').

ვერდერი: პავლენკა - გებრე სელასიე, ბაუერი, სანე, ველიკოვიჩი, აუგუსტინსონი - მ.ეგეშტაინი (ბრაგფრედე 76'), გონდორფი (კაინცი 76'), დელაინი - ბარტელსი (ი.ეგეშტაინი 84'), კრუზე.

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი (რუდი 85'), ტოლისო, ტიაგო - რობენი (კომანი 64'), ლევანდოვსკი, რიბერი (მიულერი 73').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა