მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
"იანვრის ტრანსფერები? რა თქმა უნდა განსაკუთრებულს არაფერს ვაპირებთ. ჩვენ ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს დიდი არჩევანით. ვიცით, რამდენად რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია ყველა გუნდი."
"წამსვლელები? იანვრის დასრულებამდე დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თუმცა, ახლანდელი გადმოსახედით მნიშვნელოვან არაფერს უნდა ველოდოთ." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.