მიუნხენური კლუბის ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, იმედოვნებს, რომ "რეკორდმაისტერს" უკვე მომდევნო კვირას დაეხმარება.
"ძალიან კმაყოფილი ვარ და თავს არც ისე ცუდად ვგრძნობ. ძალიან მიხარია, რომ მინდორზე კვლავ ვმუშაობ. იმედი მაქვს, "ბაიერნს" უკვე მომდევნო კვირას დავეხმარები", - აღნიშნა ბოატენგმა.
გერმანელმა მცველმა ბუნდესლიგის გასული სეზონის ბოლო ტურში ბარძაყის დაზიანება მიიღო და ზაფხულში დაახლოებით ორთვე-ნახევარი გაუცდა.
ბოატენგმა ვარჯიდები აგვისტოს ბოლოს აღადგინა და როგორც ჩანს 1 კვირაში სრულ მზადყოფნაში იქნება.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.