...

გერმანია 6:0 ნორვეგია - მატჩისშემდგომი კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში გერმანიის ნაკრებმა შინ ნორვეგია 6:0 გააცამტვერა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

შტუტგარტში გამართული თამაშის შემდეგ "მერსედეს-ბენც არენაზე" პრესკონფერენცია გაიმართა და მსოფლიო ჩემპიონებმა გუშინდელი თამაში შეაფასეს.

იოახიმ ლიოვი: "ეს ჩვენი პირველი საშინაო მატჩი იყო დიდი ხნის შემდეგ და ქომაგები გუნდის კვლავ დანახვით ძალიან გახარებულნი იყვნენ. კარგად ვკომბინირებდით და გოლებმა, რომლებიც გავიტანეთ, სტადიონზე უფრო კარგი განწყობა შექმნა. ჩეხეთთან თამაშის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ გუნდში განსხვავებული სულისკვეთება გვინდოდა. ამ საღამოს მინდორზე ყველაფერი დავდეთ და ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ჩვენი მიზანი იყო, რომ კარგად გვეთამაშა და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. როდესაც ჩვენს გოლებს ვუყურებ, დიდ სიამოვნებას ვიღებ."

ტიმო ვერნერი: "ჩვენი შემადგენლობა ძალიან განსხვავებული იყო და პირველივე წუთებიდანვე წინ წავედით. 1:0 წაყვანის შემდეგ არ შევჩერდით და ძალიან მიხარია, რომ გერმანიის ნაკრებში გოლების გატანას ვაგრძელებ, განსაკუთრებით კი საკუთარი ქომაგების თვალწინ თავის გამოჩენა მახარებს. მადლობა ფანებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მე საკუთარი თამაშით ვცადე მათი გაბედნიერება."

თომას მიულერი: "ჩეხეთთან მატჩი კარგად გავაანალიზეთ და ამ თამაშისთვის მზად ვიყავით. ეს დაუვიწყარი საღამო იყო და კარგია, რომ ნორვეგიამ თავი ისე ვერ დაიცვა, როგორც რამდენიმე დღის წინ ჩეხებმა."

იოზუა კიმიხი:  "ამ საღამოს ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა და ეს შედეგი ამ კარგი მხარდაჭერის ნაყოფია. ეს დიდებული საღამო იყო."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა