...

რიბერი შეცვლამ გააბრაზა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურის შეხვედრაში, შინ "ანდერლეხტის" წინააღმდეგ, ერთი არასასიამოვნო ეპიზოდი შედგა.

შეხვედრის 78-ე წუთზე, როდესაც მიუნხენის "ბაიერნი" 10 კაციან მოწინააღმდეგეს 2:0 ამარცხებდა, კარლო ანჩელოტიმ მოედნიდან ფრანკ რიბერი გაიყვანა და მის ნაცვლად თომას მიულერი შეუშვა.

ვეტერანი ფრანგი იტალიელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილებამ გააბრაზა და საკუთარი ემოციები არც დაუმალავს. რიბერიმ მაისური გაიხადა და უხეშად მოისროლა, შემდეგ კი სათადარიგო სკამზე განაწყენებული დაჯდა.

რიბერის დამშვიდება მოგვიანებით კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, სცადა, მაგრამ რიბერი ბოსნიელსაც გაცხარებული ელაპარაკებოდა.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფრანკ რიბერი შეცვლით უკმაყოფილო რჩება. გასულ სეზონში, დორტმუნდის "ბორუსიასთან" საშინაო თამაშში (4:1), ფრანკი ანჩელოტის გადაწყვეტილებამ ასევე გააბრაზა და პაპა კარლოს დასამშვიდებლად მისი კოცნა მოუწია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
ფრანკ რიბერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა