გერმანული გამოცემა BILD მიუნხენის "ბაიერნის" ზაფხულის სატრანსფერო გეგმებთან დაკაშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, ამჟამად "რეკორდმაისტერის" რიგებში 5 ფეხბურთელის თაობაზე მისი განხილვა, დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში.
ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გუნდში დარჩებიან ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და მარკ როკა. ორივეს მუშაობით კლუბი კმაყოფილია და არცერთის გაშვებას არ აპირებს.
უკვე გადაწდა, რომ "ბაიერნიდან" დუგლას კოშტა წავა. მოგეხსენებათ, ეს მოთამაშე იჯარით არის გუნდში, თუმცა, მან გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო და მას კლუბი არ გამოისყიდის.
ასევე, დიდი ალბათობით გუნდიდან წავა ბუნა სარიც. "რეკორდმაისტერმა" ის გასულ წელს შეიძინა, თუმცა, ფეხბურთელს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა. არ არის გამორიცხული, კლუბმა სარი მცირე დანაკარგით გაყიდოს.
და ბოლოს, ყველაზე გაურკვეველი ტიაგო დანტასის მომავალია. ის "ბაიერნში" ამჟამად იჯარის წესით არის და ჰანს ფლიკს სურს, რომ გამოისყიდონ. თუმცა, საპირისპირო პოზიცია აქვს ჰასან სალიჰამიჯიჩს. სავარაუდოდ, მხარეები უახლოეს მომავალში სწორედ ამ თემის განსახილველად შეიკრიბებიან და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება დანტასის მომავალი.