...

ოფიციალურად: ბაიერნმა ანჩელოტი გაათავისუფლა

"პარი სენ ჟერმენთან" გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა. ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა.

"მიმდინარე სეზონის დაწყებიდან მოყოლებული გუნდის თამაში ჩვენს მოლოდინს არ შეესაბამებოდა. პარიზში თამაშმა კი გამოააშკარავა, რომ გარკვეული დასკვნების გამოტანა იყო აუცილებელი.

მადლობა კალოს გაწეული სამსახურისთვის. ის ჩემი კარგი მეგობარი გახდა და დარჩება კიდეც, მაგრამ "ბაიერნთან" დაკავშირებით პროფესიონალური გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო.

ახლა კი ველი, რომ გუნდი გაძლიერდება და მოუმატებს. იმედი მაქვს, განახლებული "ბაიერნი" სეზონისათვის დასახულ მიზნებს მიაღწევს", - ასე შეაფასა პაპა კარლოს გათავისუფლება "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

58 წლის იტალიელ სპეციალისტთან ერთად "ბაიერნი" მისმა სამწვრთნელო შტაბმაც - დავიდე ანჩელოტიმ, ჯოვანი მაურიმ, ფრანჩესკო მაურიმ და მინო ფულკომაც დატოვა.

მომდევნო თამაშში, ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში, სტუმრად ბერლინის "ჰერტას" წინააღმდეგ, მთავარი მწვრთნელოს მოვალეობებს 40 წლის ვილი სანიოლი შეასრულებს, რომელიც ამ ზაფხულს ანჩელოტის ასისტენტი გახდა.

კარლო ანჩელოტიმ მიუნხენური გრანდი 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და პეპ გვარდიოლა შეცვალა. მან "ბაიერნს" გერმანიის სუპერთასი და ბუნდესლიგა მოაგებინა.

 მიმდინარე სეზონი გუნდმა არასტაბილურად დაიწყო, ბუნდესლიგაში 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი გუშინ საღამოს ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა