...

ბაიერნმა ლაიფციგი პენალტების სერიაში დაამარცხა

გერმანიის თასის მეორე წრეში სტუმრად "ლაიფციგის" წინააღმდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" საკმაოდ მძიმე და დრამატული ბრძოლა გადაიტანა, რომლის ბედიც პენალტების სერიაში გადაწყდა.

შეხვედრის კარგი სასტარტო 15-20 წუთის შემდეგ "ბაიერნმა" უპირატესობა დაკარგა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა. "ლაიფციგი" კი ცენტრში ჩინებულად მოქმედებდა, შეტევაში კი სახიფათო კომბინაციებს ათამაშებდა.

პირველი ხიფათი ემილ ფორსბერგის სოლორეიდს მოჰყვა, მაგრამ "ხარების" შვედ ლეგიონერს სვენ ულრაიხმა აჯობა. "რეკორდმაისტერის" გოლკიპერი კიდევ რამდენჯერმე ჩაერთო თამაშში, "ბაიერმა" კი პირველი დარტყმა ტაიმის ბოლოს განახორციელა, როდესაც ტოლისოს შორეული დარტყმული გულაჩიმ ხელებში იოლად დააფიქსირა.

მეორე ტაიმი თანაბრად დაიწყო და გადამწყვეტი ეპიზოდი 53-ე წუთზე შედგა, როდესაც ნაბი კეიტამ რობერტ ლევანდოვსკის სწრაფი გარღვევა ჩაშალა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ მასპინძლები დაცვაში ჩაჯდნენ, მაგრამ 68-ე წუთზე ანგარიში სწორედ "ლაიფციგმა" გახსნა. იუსუფ პოულსენმა ჟერომ ბოატენგთან ორთაბრძოლა მსაჯს პენალტი გამოსტყუა, რომელიც ფორსბერგმა გოლად აქცია.

საბედნიეროდ, "ბაიერნი" მალევე მოვიდა გონს და 5 წუთში ბოატენგის იდეალური პასის შემდეგ ტიაგო ალკანტარამ თავით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში "ბაიერნი" უტევდა, მაგრამ შეტევის ბოლო ფაზაში უჭირდა. ძირითად დროში "ლაიფციგმა" გაძლო, ხოლო დამატებით დროში რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდს გამოცდილმა უნგრელმა მეკარემ, პიტერ გულაჩიმ გააძლებინა.

პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოს "რეკორდმაისტერმა" ნამდვილი შტურმი მოაწყო, მაგრამ გულაჩიმ ერთ ეპიზოდში ფანტასტიკური ორმაგი სეივი განახორციელა, რასაც შეცვლაზე შემოსული დებიუტანტი კვასი ვრაიდტის თავური მოჰყვა, რომლის შემდეგაც "ლაიფციგი" ხარიხამ გადაარჩინა. მოგვიანებით გულაჩიმ ლევანდოვსკის ახლოდან საოცარი ბურთი აუღო და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა.

"საფეხბურთო ლატარეა" მიუნხენელებმა იდეალურად შეასრულეს - ლევანდოვსკიმ, ალაბამ, ჰუმელსმა, რუდიმ და რობენმა გაიტანეს. "ლაიფციგმაც" პირველი 4 თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, მაგრამ ბოლოს ტიმო ვერნერს სვენ ულრაიხმა აუღო და "ბიერნი" გერმანიის თასის მესამე წრეში გაიყვანა.

ლაიფციგი 1:1 (4:5 პენ.) ბაიერნი

გოლები: 1:0 - ფორსბერგი (68' პენ.), 1:1 - ტიაგო (73').
გაფრთხილება: კეიტა (45'), კეიტა (53') - ბოატენგი (22'), ვიდალი (33'), კიმიხი (86'), ტიაგო (95').

ლაიფციგი: გულაჩი - ბერნარდო, უპამეკანო, ორბანი, ჰალსტენბერგი - ზაბიტცერი (ლაიმერი 102'), კამპლი, კეიტა, ფორსბერგი (კლოსტერმანი 109') - პოულსენი (ვერნერი 80'), აუგუსტენი (დემე 57').

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ტოლისო (რაფინია 88'), ვიდალი (რუდი 57') - რობენი, ტიაგო (ვრაიდტი101') , კომანი (მარტინესი 60') - ლევანდოვსკი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის თასი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა