ფრანგული "პსჟს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ბაიერნთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.
"ბაიერნი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია და გამარჯვება რთული იქნება, თუმცა, ეს ჩვენი მიზანია. მათ ძლიერი ფლანგები ჰყავთ, რომლის განეიტრალებაც პირველ შეხვედრაში შევძელით. ახლაც იგივე უნდა გავიმეოროთ."
"ვიცით, როგორ თამაშობს "ბაიერნი" და ვფიქრობთ, რომ მათი სტილი არ შეიცვლება. მთავარია, ჩვენი სათამაშო სტილი მოვახვიოთ მათ თავზე."
"შანსები ჯერ კიდევ 50-50_ზეა. ორივე გუნდს შეუძლია მომდევნო ეტაპზე გასვლა."
"არ ვიცი მარკინიოსი შეძლებს თუ არა ხვალ თამაშს. ის გუნდთან ერთად იქნება, თუმცა, ყველაფერი მატჩის წინ გადაწყდება."
"ჯერ-ჯერობით სასტარტო შემადგენლობა არ მაქვს გადაწყვეტილი. ფლორენცი სავარაუდოდ თავიდანვე დაიწყებს თამაშს, ვერატის ამის ნაკლები შანსი აქვს."
"მომავალ მატჩში მთავარი ბურთის გაკონტროლება იქნება. ეს "ბარსელონასთან" არ გამოგვივიდა, რამაც პრობლემები შეგვიქმნა. მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ." - აცხადებს პოჩეტინო.