...

ბაიერნის ფანტასტიკური სტატისტიკა პირველ ტაიმებში

ცნობილი სტატისტიკური მონაცემების კომპანია "Opta" ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის თამაშებში პირველ ტაიმში დაუმარცხებელია.

გუშინ, ბუნდესლიგის ახალი სეზონის მეათე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, იუპ ჰაინკესის გუნდმა შინ "ლაიფციგი" 2:0 დაამარცხა და მიუნხენელებმა ორივე ბურთი შეხვედრის პირველ 45 წუთში გაიტანეს.

სტატისტიკის მიხედვით, "რეკორდმაისტერს" ბუნდესლიგაში ზედიზედ 126 პირველი ტაიმი არ წაუგია. გერმანიის ჩემპიონატში გამართული ბოლო 126 შეხვედრიდან მიუნხენურმა კლუბმა 117 თამაშში პირველი ნახევარი მოიგო, ხოლო 9-ჯერ საყაიმო შედეგი დააფიქსირა - ეს ფენომენალური მაჩვენებელია!

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში "ბაიერნმა" 10 თამაშიდან 1 მშრალად წააგო (სტუმრად "ჰოფენჰაიმთან" 0:2), დარჩენილი 9 მატჩიდან კი 7 შემთხვევაში პირველი ტაიმი მოიგო და მხოლოდ ორჯერ დასჯერდა ფრეს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა