რუმენიგემ კოვაჩის მომავალზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა

რუმენიგემ კოვაჩის მომავალზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა

მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ნიკო კოვაჩის მომავალზე საბოლოო განცხადება გააკეთა.

"უცნაური სეზონი გამოვიდა. რამდენიმე თვის განმავლობაში არაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თასი და ბუნდესლიგა მოვიგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი სეზონია.

სეზონი საუკეთესო არ არის, მაგრამ კარგია. "ბაიერნისგან" ყოველთვის რაც შეიძლება მეტ ტიტულს ელიან.

ნიკო კოვაჩი? მისი მომავალი ეჭვის ქვეშ არასოდეს დაგვიყენებია. ეს განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა. თუმცა არც ის გვითქვამს, რომ ნიკო კლუბში 2021 წლამდე დარჩება", - განაცხადა რუმენიგემ.

47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონში დუბლი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნი" 1/8 ფინალურ სტადიაზე გამოვარდა "ლივერპულთან", რომელიც 1 ივნისს ფინალში ითამაშებს.


26-05-2019, 14:55
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0