მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს იულიან ნაგელსმანი გაუძღვება.
"ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის 30 ივნისიდან იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს. მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2026 წლამდე დარჩება."
"ჰანს ფლიკთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვეტილია." - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, "ბაიერნი" ნაგელსმანის კონტრაქტის გამოსასყიდად 25 მილიონ ევროს გადაიხდის.