გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში გლადბახის "ბორუსიას" მიიღებს.
ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულს მიიღებს.
თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.
ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.