...

გერმანიამ ინგლისის ნაკრებთან ფრედ 0:0 ითამაშა - ვიდეო

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა - ლონდონში "უემბლიზე" ინგლისის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

იოახიმ ლიოვმა საკმაოდ საინტერესო და ექსპერიმენტალური შემადგენლობა შეარჩია მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრალური ნახევარმცველით, რომელიც ნაკრებში 1 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ილქაი გიუნდოგანი გახლდათ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ "ლაიფციგის" მარცხენა მცველმა, მარსელ ჰალსტენბერგმა, ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

პირველი ტაიმი "ბუნდესნაკრებმა" მშვენივრად ჩაატარა და რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ჰქონდა. ტიმო ვერნერს ორჯერ ჯორდან პიკფორდმა აჯობა, ლეროი სანემ კი ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ნახევარში კი უკეთ ინგლისის ნაკრები გამოიყურებოდა, მაგრამ გოლის გატანა ვერც მასპინძლებმა მოახერხეს და საბოლოოდ გუნდები უგოლო ფრეს დასჯერდნენ.

შეხვედრა საერთო ჯამში მაინც გერმანელების უპირატესობით მიმდინარეობდა და ინგლისელებმა მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა განახორციელეს. იოახიმ ლიოვის გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 14 ნოემბერს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ინგლისი 0:0 გერმანია

ინგლისი: პიკფორდი - ტრიპიერი (უოლქერი 72'), ჯონსი (ჯო გომესი 25'), სტოუნსი, მაგუაიერი, როუზი (ბერტრანი 71'); ლივერმორი (კორკი 86'), დაიერი; ლოფტუს-ჩიკი; აბრაჰამი (რეშფორდი 60'), ვარდი (ლინგარდი 86').

გერმანია: ტერ შტეგენი; კიმიხი, გინტერი, ჰუმელსი, რუდიგერი, ჰალსტენბერგი; გიუნდოგანი (რუდი 86'), იოზილი; დრაქსლერი (ჩანი 67'), ვერნერი (ვაგნერი 73'), სანე (ბრანდტი 87').

ვიდეომიმოხილვა

 скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა