...

ინგლისი 0:0 გერმანია - მატჩისშემდგომი კომენტარები

ინგლისის ნაკრებთან გუშინდელი ამხანაგური მატჩის შემდეგ გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა პრესკონფერენიაზე შეხვედრა შეაფასეს.

"უემბლიზე" მსოფლიო ჩემპიონები უგოლო ფრეს დასჯერდნენ და მუნდიალისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყეს.

იოახიმ ლიოვი სხვადასხვა თემებზე:

თამაშზე: "დაცვაში ორივე გუნდი დისციპლინირებულად მოქმედებდა და სივრცეებს არ ტოვებდა. პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოში რამდენიმეჯერ შევაღწიეთ, ვინაიდან სწრაფად ვუტევდით და ბოლო დარტყმასაც ვახორციელებდით. სამი კარგი შანსი გვქონდა, რაც მეორე ნახევარში უკვე დაგვაკლდა."

ჰალსტენბერგზე, გიუნდოგანსა და ჰუმელსზე: "გუნდმა საკმაოდ ნორმალური მატჩი ჩაატარა, მარსელ ჰალსტენბერგმა კი საკმაოდ კარგი სამუშაო შეასრულა. მისთვის მხოლოდ ორდღიანი ვარჯიშის შემდეგ 90 ათასი მაყურებლის წინაშე გასვლა მარტივი არ იყო, მაგრამ ამოცანას თავი კარგად გაართვა. ილქაი გიუნდოგანის მაღალი კლასი კი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, მაგრამ მას სათამაშო რითმში შესასვლელად გარკვეული დრო და რამდენიმე მატჩი სჭირდება. მატს ჰუმელსი კი დაცვაში უბრალოდ ფენომენალური იყო."

განვითარებაზე: "მოსამატებელი კი მეორე ტაიმიდან გამომდინარე გვაქვს. უნდა გვახსოვდეს თუ რა თამაშით მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი და მოვუფრთხილდეთ ბურთს. მეორე ნახევარში ბურთს ხშირად ვკარგავდით, რაც უნდა გამოვასწოროთ."

მომდევნო მეტოქე საფრანგეთზე: "ვფიქრობ, საფრანგეთი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ინგლისი. ინგლისელებიც განვითარდნენ და გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავთ, აგრეთვე შეიცვალა მათი სათამაშო ფილოსოფიაც, მაგრამ ფრანგებს შეტევაში და ნახევარდაცვაში მსოფლიო კლასის მოთამაშეები ჰყავთ."

საფრანგეთთან სავარაუდო შემადგენლობაზე: "ვფიქრობ, მარიო გიოტზე გუნდს დაეხმარება და აგრეთვე კიდევ რამდენიმე ცვლილება იქნება. გვინდა, რომ სიტუაცია დავაბალანსოთ, ვინაიდან გასულ უქმეებზე ბევრმა ფეხბურთელმა შუაკვირას ითამაშა."

ილქაი გიუნდოგანი: "ძალიან მიხარია, რომ დღეს ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდი. ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა. ვფიქრობ, სათამაშო რითმი მალევე ვიპოვე. თამაშში მარტივად შევედი და სიამოვნებაც მივიღე."

ლეროი სანე: "თამაშის მოსაგებად კარგი შესაძლებლობები გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც წინ კარგად ვმოქმედებდით. პირადად მე იმის გამო ვღელავ, რომ საკუთარი შანსები ვერ გამოვიყენე. იმედი მაქვს, ეს მომდევნო თამაშებში იმუშავებს."

მარსელ ჰალსტენბერგი: "ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ დღეს ეროვნულ ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა. "უემბლის" ფანტასტიკური აუდიტორიისა და ბრწყინვალე მოთამაშეების გარემოცვაში თამაში დიდი სიამოვნება იყო. 26 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები იოახიმ ლიოვი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა