მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "გლადბახთან" მატჩის შემდეგ გასული სეზონი შეაფასა.
"ლევიმ გასულ სეზონში თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა. ის გოლების მანქანაა. "ბაიერნი" ბედნიერი უნდა იყოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავს."
"ტრავმები ყველა გუნდს აქვს. სამწუხაროა, რომ ეს სეზონის გადამწყვეტ მომენტში დაგვემართა. ამის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე მაინც დასამახსოვრებელი სეზონი გამოგვივიდა."
"კილთან მატჩში ძალიან ციოდა. გუნდი საამისოდ მზად არ იყო. ვფიქრობდი, რომ ბავარიული კლუბი თოვლს უკეთესად გაუძლებდა. მეტოქემ ბოლო წუთებზე გაგვითანაბრა. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სტილში."
"სიტი - ჩელსი ძალიან კარგი დაპირისპირება იქნება. ტუხელმა დიდი სამუშაო გასწია გუნდში მოსვლის შემდეგ, პეპი კი კვლავ უმაღლეს დონეზე დგას. მოუთმენლად ველოდები ჩემპიონთა ლიგის ფინალს."
"ჩემი გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო. ამაზე დიდხანს ვიფიქრე და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოვიქეცი. ეს გადაწყვეტილება მანამდე მივიღე, სანამ ლიოვი ნაკრებს დატოვებდა, შესაბამისად, ამასთან კავშირი არ არსებობს."
"საუკეთესო მოგონებად ჩემპიონთა ლიგის ტიტული დარჩება. გასაოცარი ატმოსფერო და შემართება იყო, როგორც 2014 წლის მუნდიალის ფინალში. ეს არასდროს დამავიწყდება." - აცხადებს ფლიკი.