ბუნდესლიგის 32-ე ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. გაიმართა დაძაბული შეხვედრები, რადგან გუნდები იბრძვიან ევროზონაში ადგილის მოსაპოვებლად.
უხვგოლიანი მატჩები მიუხენის "ბაიერნის" გარეშე, რა თქმა უნდა, არ ჩაივლიდა. მათ გლადბახის "ბორუსიას" 6 უპასუხო გოლი გაუტანეს და ჩემპიონობაც ასე აღნიშნეს.
აღსანიშნავია რობერტ ლევანდოვსკის თამაში, მან ჰეთრიკი გაიფორმა და 1 გოლი აკლია ლეგენდარული გერმანელის, გერდ მიულერის რეკორდამდე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ბაიერნის" 5 ფეხბურთელი: ალფონსო დევისი, ბენჟამინ პავარი, იოზუა კიმიხი, კინგსლი კომანი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე რობერტ ლევანდოვსკი whoscored-ის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდნენ.
"ბაიერნმა" ამ საოცარი გამარჯვებით 74 ქულა დააგროვა და ჩემპიონობაც იზეიმა ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე.