...

ბაიერნი მერტენსით დაინტერესდა

მიუნხენის "ბაიერნმა" "ნაპოლისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, დრის მერტენსს, დაადგა თვალი.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერმა" ნეაპოლური კლუბის შემტევს დაუმიზნა და მის გადაბირებას გაისად ეცდება.

30 წლის ბელგიელი ბოლო წლებში ფანტასტიკურად გამოიყურება და უკვე არაერთი ევროპული ტოპ-კლუბის ყურადღება მიიქცია. მიმდინარე სეზონში დრისმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დრის მერტენსის მოქმედი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2020 წლამდეა გათვლილი და მისი კლაუსულა ანუ გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 28 მილიონ ევროს შეადგენს.

"რეკორდმაისტერი" ზამთარში რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორის შემცვლელის პოვნას ეცდება, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მერტენსმა "ნაპოლი" შუა სეზონში დატოვოს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
დრის მერტენსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა