მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მადრიდის "ატლეტიკოს" ვარსკვლავი, საულ ნიგესი გამოჩნდა.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" უკვე დიდი ხანია, რაც ახალ ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს. ევროპული გამოცემების ინფორმაციით კი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ესპანელი ფეხბურთელია.
წყაროს ცნობით, საულის გაყიდვა თავად "როხიბლანკოს" გეგმებშიც შედის და სასურველი შეთავაზების შემთხვევაში მის გასაშვებად მზად არიან.
როგორც ცნობილია, საულ ნიგესის დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე "პსჟს" და ლონდონის "ჩელსისაც" სურთ.