...

ზიულე: "ვგრძნობ, რომ მწვრთნელი მენდობა"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ნიკოლას ზიულემ, "რეკორდმაისტერში" გატარებული პირველი თვეები შეაფასა და აღნიშნა, რომ სრულიად კმაყოფილია.

"ვგრძნობ, რომ მწვრთნელი სრულ ნდობას მიცხადებს და ბევრ თამაშში ვიღებ მონაწილეობას. საპასუხოდ კი ვცდილობ, რომ მისი ნდობა გავამართლო.

დარწმუნებული ვარ, ბევრს არ სჯეროდა, რომ პირველ სეზონში ამდენ შეხვედრას ჩავატარებდი, მაგრამ მე საკუთარი თავის მჯერა. ვარჯიშებზე ჰუმელსისა და ბოატენგის სახით თანამედროვეობის ორ ყველაზე სრულყოფილ მცველს ვუყურებ და მათგან ბევრს ვსწავლობ.

ისინი უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან, ვარჯიშებზეც კი. გარდა ამისა, ფიზიკური ვარჯიშის გარდა მატსი და ჟერომი დიეტასაც აქტიურად იცავენ. ვცდილობ, რომ მათგან სასარგებლო თვისებები გადმოვიღო.

"ანდერლეხტთან" მატჩი? ეს ჩემპიონთა ლიგაა და როდესაც ჰიმნი გაისმება თითოეული მოთამაშე სრულიად კონცენტრირებული იქნება. კარგია, რომ მომდევნო ეტაპზე უკვე გავედით, მაგრამ ამ თამაშის მოგება გვსურს.

ამ ტურნირზე ყველა გუნდი სერიოზული ძალაა, ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ "სელტიკი" პარიზში "პსჟ-ს" ცხოვრებას გაურთულებს", - განაცხადა 22 წლის გერმანელმა.

ნიკოლას ზიულე მიუნხენურმა გრანდმა ამ ზაფხულს "ჰოფენჰაიმიდან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა და ახალგაზრდა გერმანელი მიმდინარე სეზონში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება.

ზიულემ ყველა ტურნირზე ერთად 14 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც გააკეთა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ნიკოლას ზიულე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა