ულრეიხი "აიაქსთან" მატჩზე: "მოგება შეგვეძლო"

ულრეიხი "აიაქსთან" მატჩზე: "მოგება შეგვეძლო"

"მიუნხენის ბაიერნი" ამხანაგურ შეხვედრაში "ალიანს არენაზე" "ამსტერდამის აიაქსს" დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა. მატჩი 2-2 დასრულდა. თავიდან ანგარიში ამსტერდამელებმა გახსნეს და ეს მათმა მაროკოელმა ფეხბურთელმა ზაკარია ლაბიადმა გააკეთა, შემდეგ კი მიუნხენელთა მხრიდან მის გოლს მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა უპასუხა, მეორე ტაიმის სტარტზე ნიანზოუმ "ბაიერნი" ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ დანიელმა ვიქტორ იენსენმა მალევე, 50-ე წუთზე, მატჩის საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.

მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბაიერნის" მეკარემ, სვენ ულრეიხმა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში იცავდა თავისი გუნდის კარს:  "ჩვენ "კიოლნთან" მატჩთან შედარებით უკეთესები ვიყავით, ბურთიც უფრო დიდხანს გვეჭირა და მთლიანად თამაშსაც ვაკონტროლებდით, ბიჭებმა ეს ყველაფერი კარგად გააკეთეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა და მოგვეგო კიდევაც."

ლრაიხმა ასევე ისაუბრა "ბაიერნის" ახალ მწვრთნელზე, იულიან ნაგელსმაზე: "საბოლოო ჯამში მან "რეკორდმაისტერის" მწვრთნელობა დაიმსახურა, ის კარგად გვავარჯიშებს და კარგად წარმოადგენს სურათს, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა, რასაკვირველია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასე უნდა გავაგრძელოთ."


25-07-2021, 18:04
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0