ბაიერნის ოფიციალური გვერდის ცნობით, მანუელ ნოიერმა დორტმუნთან სუპერთასზე მიღებული ტრავმის გამო დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.
ნოიერს, მარჯვენა ფეხის ტერფი აწუხებს, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება გერმანელი მეკარე სავარჯიშო პროცესს.
შეგახსენებთ, ბაიერნი მომდევნო მატჩს 22 აგვისტოს, კიოლნის წინააღმდეგ გამართავს.