5 საინტერესო ფაქტი და დაკვირვება დღევანდელ საშინაო მატჩზე

5 საინტერესო ფაქტი და დაკვირვება დღევანდელ საშინაო მატჩზე

დღეს, ბუნდესლიგის მეორე ტურის მატჩში ერთმანეთს ალიანს არენაზე ბაიერნი და კიოლნი დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრის წინ გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტსა და დაკვრივებას:

1. შთამბეჭდავი სტატისტიკა კიოლნის წინააღმდეგ:

ბაიერნმა კიოლნს ბოლო 7 მატჩი მოუგო და ბოლო 14-ში დაუმარცხებლები არიან, აქედან 13 მოიგეს. ბაიერნს არ აქვს უფრო გრძელი მოგებათა სერია ან დაუმარცხებელი ბრძოლა ბუნდესლიგის რომელიმე სხვა გუნდის წინააღმდეგ.

2. გნაბრის საყვარელი მეტოქე:

ამ გუნდების ბოლო შეხვედრაში, გნაბრივ ორი გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში, გნაბრიმ კიოლნის წინააღმდეგ ბოლო 7 მატჩში 9 გოლით გამოიჩინა თავი, მსგავსი შედეგი მას არც ერთი სხვა გუნდის წინააღმდეგ არ დაუფიქსირებია.

3. ლევანდოვსკი პირად რეკორდს უმიზნებს:

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რობერტ ლევდანვოსკიმ გასული სეზონიდან მოყოლებული, ბუნდესლიგის ზედიზედ 11 თამაშში გაიტანა გოლი. თუ ის დღეს კვლავ მოახერხებს ამას, პოლონელი მის პირად რეკორდს გაიმეორებს (2012/13), მაშინ ლევანდოვსკიმ ზედიზედ 12 მატჩში დორტმუნდის მაისურით გაიტანა.

ბუნდესლიგაში ყველაზე გრძელი გოლების სერია 16 თამაშს უდრის და ის ლეგენდარულ გერდ მიულერს (1969/70) ეკუთვნის. 

და ბოლოს, გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ უფრო მეტი გოლი გაიტანა (41) ვიდრე მთლიანად კიოლნის შემადგენლობამ (34).

4. ბაიერნის ორჯერ მეტი მოგება ისტორიაში:

ეს ორი გუნდი ბუნდესლიგაში ერთმანეთს 95-ედ შეხვდებიან. აქედან 48 შეხვედრაში ბაიერნმა გაიმარჯვა, 23-ში კი კიოლნმა. გუნდებმა ქულები ასევე 23-ჯერ გაიყვეს. გოლების მხრივაც, აშკარა უპირატესობა ბაიერნს ეკუთვნის - 191/120-ზე.

5. გლადბახთან გათანაბრების შანსი:

ბუნდესლიგაში კიოლნი ყველაზე მეტჯერ გლადბახთან (51) დამარცხდა. რაც შეეხება ბაიერნს, რეკორდმაისტერმა მეტოქე (48) დაამარცხა.


22-08-2021, 14:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0