5 ქვეყანაში - ბაიერნის 14 ფეხბურთელი სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება

5 ქვეყანაში - ბაიერნის 14 ფეხბურთელი სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება

ახალი სეზონის პირველი საერთაშორისო მატჩები ახლოვდება - ბუნდესლიგის საშინაო მატჩის შემდეგ, რომელიც ხვალ ჰერტას წინააღმდეგ გაიმართება, ბაიერნის 14 ფეხბურთელი თავიანთი ნაკრებების დასახმარებლად გაემგზავრებიან.

გაეცანით, ვინ სად მიემგზავრება:

გერმანია: ნოიერი, ზულე, კიმიხი, გნაბრი, გორეცკა, სანე, მიულერი, მუსიალა
გერმანიის ეროვნული ნაკრები ახალი მწვრთნელის - ჰანს ფლიკის ხელმძღვანელობით მომავალ კვირას შეიკრიბება. ბაიერნის 8 ფეხბურთელი: მანუელ ნოიერი, ნიკლას ზულე, იოზუა კიმიხი, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, ლეროი სანე, ტომას მიულერი და ჯამალ მუსიალა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის სამივე მატჩში გამოიძახეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნს გერმანიის ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება.

ჰანს ფლიკის შეგირდები პირველ შეხვედრას ხუთშაბათს, 2 სექტემბერს, ლიხტენშტეინიგს წინააღმდეგ გამართავენ. მომდევნო მატჩი, კვირას 5 სექტემბერს, სომხეთის წინააღმდეგაა ჩანიშნული, ხოლო საკონტროლო შეხვედრა 8 სექტემბერს, ისლანდიის წინააღმდეგ გაიმართება.


საფრანგეთი: უპამეკანო, ტოლისო და კომანი
გერმანიის მსგავსად, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიც სამი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრებისთვის, სამ ბაიერნის მოთამაშეს: დაიოტ უპამეკანოს, კინგლის კომანს და ტოლისოს უხმეს.

ფრანგები პირველ მატჩს ოთხშაბათს, 1 სექტემბერს, ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართავენ. მეორე მატჩში ისინი კიევში, უკრაინას დაუპირისპირდებიან - აღნიშნული მატჩი 4 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული. ბოლო დაპირისპირება 7 სექტემბერსაა ჩანიშნული, სადაც ფრანგები ფინეთს დაუპირისპირდებიან.

პოლონეთი: ლევანდოვსკი
პოლონეთს და ლევანდოვსკის სექტემბრის თვეში სამი მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ ჩასატარებელი: პირველი შეხვედრა ხუთშაბათს, 2 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ. მეორე 5 სექტემბერს, სან მარინოს და საკონტროლო - 8 სექტემბერს ინგლისის წინააღდეგ.

კანადა: დეივისი
24 წლის განმავლობაში პირველად, კანადამ მიაღწია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურს და სექტემბრის თვეში სამ მნიშვნელოვან მატჩსაც გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი ალფონსო დევისიც მიიღებს.

კანადელები პირველ მატჩს ჰონდურასის წინააღმდეგ, 2 სექტემებრს გამართავენ. მეორე შეხვედრაში ისინი აშშ-ს მიიღებენ (6 სექტემბერი) და საკონტროლო შეხვედრაში, ელ სალვადორს დაუპირისპირდებიან (9 სექტემბერს).

კამერუნი: ჩუპო მოტინგი

კამერუნის ეროვნული ნაკრები მიუნხეის ბაიერნის თავდამსხმელ ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგთან ერთად ორ მატჩს ჩაატარებს. პარასკევს, 3 სექტემბერს ისინი მალავის დაუპირისპირდებიან, სამი დღის შემდეგ, 6 სექტემბერს კი კოტ-დ’ივუარის წინააღმდეგ ითამაშებენ.


27-08-2021, 20:12
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0