...

ბაიერნში პირველი წრით კმაყოფილები არიან

მიმდინარე სეზონის მძიმე სტარტისა და პარიზში სამარცხვინო მარცხის (0:3) შემდეგ მოხდა ის, რაზეც ბევრი ოცნებობდა, მაგრამ არავის სჯეროდა - იუპ ჰაინკესმა ოთხი წლის წინ დასრულებული სამწვრთნელო კარიერა აღადგინა, "ბაიერნში" დაბრუნდა და ახლა უკვე ყველა ბედნიერია.

შემოდგომის დასაწყისში დორტმუნდის "ბორუსია" ბუნდესლიგას ლიდერობდა და "რეკორდმაისტერს" 5 ქულით უსწრებდა, ახლა კი "ბაიერნი" ზამთრის ჩემპიონი მთელი 11 ქულიანი უპირატესობით გახდა.

"ბიჭები უნდა შევაქო და დიდი კომპლიმენტი ვუთხრა. ბუნდესლიგაში 10 თამაში ჩავატარეთ და 9 მატჩის მოგება მოვახერხეთ. ჩემპიონთა ლიგაზე 4 თამაში მოვიგეთ, ხოლო გერმანიის თასზე ჯერ "ლაიფციგი" დავამარცხეთ პენალტების სერიაში, ახლა კი დორტმუნდის "ბორუსიას" მოვუგეთ. ეს ფენომენალური შედეგია!", - აღნიშნა "ბორუსიასთან" წლის დასკვნითი თამაშის შემდეგ ამ ბრწყინვალე სერიის მთავარმა შემოქმედმა, იუპ ჰაინკესმა.

ჰაინკესის ხელმძღვანელობით 16-დან მოპოვებული 15 გამარჯვებით "ბაიერნის" სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩიც, ძალიან კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ იუპმა ბოლო ორთვე-ნახევარში დიდებული სამუშაო შეასრულა.

"სეზონის სტარტი კარგი არ გამოგვივიდა, სამაგიეროდ ყველაფრის შეცვლა და დაბრუნების განხორციელება გამოგვივიდა", - აღნიშნა "ბაიერნის" ახალმა გმირმა, სვენ ულრაიხმა. პირველი წრის ბოლო ნაწილით დავიდ ალაბაც ძალიან კმაყოფილია: "მოხარულნი ვართ, რომ სწორ გზას დავუბრუნდით და ამ წლის მიზნებს მივაღწიეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ მთავარი მწვრთნელი დიდებულ სამუშაოს ასრულებს."

"აშკარაა, რომ ბოლო კვირეებში განწყობა ამაღლდა, გაუმჯობესდა. 16-დან 15 თამაშის მოგება მშვენიერია. "ბაიერნის" რიგებში თამაში დიდი სიხარული და სიამოვნებაა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გუნდს იუპ ჰაინკესი ხელმძღვანელობს. აქ ზეწოლა ყოველთვის არის და იგრძნობა, მაგრამ ბოლო კვირეებში ამ ყველაფერზე ღირსეული რეაგირება მოვახდინეთ", - აღნიშნავს "რეკორდმაისტერის" სიმბოლო თომას მიულერი.

მიუნხენური გრანდი ახლა ცოტას დაისვენებს და მეორე წრისთვის მზადებას ახალი წლის 2 იანვრიდან დაიწყებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა