"მოცდა მოგვიწევს..." - ბარსელონასთან მატჩში ბაიერნს შესაძლოა გუნდის ლიდერი დააკლდეს

"მოცდა მოგვიწევს..." - ბარსელონასთან მატჩში ბაიერნს შესაძლოა გუნდის ლიდერი დააკლდეს

დღევანდელ მატჩში, სადაც ბაიერნი ლაიპციგს ესტუმრა და მეტოქე 1:4 გაანადგურა, გუნდის ლიდერებმა რობეტ ლევანდოვსკიმ და სერჟ გნაბრიმ მოედანი დროზე ადრე დატოვეს.

მატჩის შემდეგ, ნაგელსმანმა ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა და იმაზეც, შეძლებენ თუ არა ისინი ბარსელონასთან მატჩში მონაწილეობას ..

'ლევანდოვსკი სიფრთხილის გამო შევცვალე, მას კუნთზე მცირე პრობლემა შეექმნა, განსაკუთრებული არაფერი - რაც შეეხება გნაბრის, ვიმედოვნებს რომ ის ბარსელონასთან მატჩისთვის მზად იქნება, მაგრამ ამის გასაგებად მოცდა მოგვიწევს', - განაცხადა ნაგელსმანმა.

გნაბრის ბაიერნის ექიმები შემოწმებას ჩაუტარებენ და სავარაუდოდ ხვალისთვის გვეცოდინება შეძლებს თუ არა გერმანელი შემტევი ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს.

შეგახსენებთ, ბარსელონა და ბაიერნი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 14 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.


11-09-2021, 23:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0