მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი ტომას მიულერი ლაიპციგთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს ესაუბრა და ბარსელონასთან მოსალოდნელ მატჩზე ისაუბრა:
'მესის გარეშე დარჩენილ ბარსელონაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ეს ახლა სულ სხვა გუნდია. როცა მესი თამაშობს, შედარებით მეტი აქცენტი მასზეა - საბოლოოდ, ეს მაინც ბარსელონაა, რომელსაც შესანიშნავი სტადიონი აქვს. ვფიქრობ, დიდებული შეხვდერა იქნება', - განაცხადა მიულერმა.
შეგახსენებთ, ბარსელონა და ბაიერნი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 14 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.