ბარსელონას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბაიერნთან 0:3 განცდილი მარცხის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართა:
'გამარჯობა, იმდენად დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რამდენადაც თქვენ.
ასეთ სიტუაციაში ჩავარდნას ველოდით - გთხოვთ, რომ მომთმენები იყოთ. იმედი მაქვს, ჩვენი გუნდის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებთ. ირწმუნეთ იმ ადამიანების, რომლებიც კლუბს მართავენ.
ახლა ჩვენ თქვენი ნდობა და დრო გვჭირდება და ეჭვიც არ გვეპარება იმაში, რომ ამ რთულ სიტუაციაში გამოასავალს ვიპოვით.
დიდი მადლობა თქვენ, Visca el Barça!', - დაწერა ლაპორტამ სოციალურ ქსელში.