პირველი წრის შეჯამება - მომავალი საიმედო ხელშია

ფეხბურთში გულშემატკივრებისთვის და ქომაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და რთული პროცესი თაობათა ცვლის გარდაუვალი მომენტია, როდესაც ემშვიდობები დიდ მოთამაშეებს, კლუბის ლეგენდებს, რომლებიც წლების განმავლობაში წერდნენ ისტორიას, მაგრამ ახლა მათი დრო უბრალოდ წავიდა. თუმცა ეს ბუნებრივი, სრულიად კანონზომიერი პროცესია, ამიტომ ცხოვრება გრძელდება და კლუბმაც ამ დიდი ლეგენდების გარეშე უნდა გააგრძელოს არსებობა. როგორც ამბობენ, ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, კლუბი კი სამუდამოდ რჩება!

რა საჭირო იყო ეს შესავალი? იმისათვის, რომ კიდევ ერთელ გავიაზროთ ის, რაც წინ გველის (ფრანკ რიბერი და არიენ რობენი უკვე ასაკში არიან) და ის, რაც უკვე გასულ წელს გამოვიარეთ, როდესაც ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფილიპ ლამმა, თვალებზე ცრემლმომდგარმა, "ალიანს არენაზე" შეკრებილ 75 ათასამდე ფეხზე წარმომდგარ გულშემატკივარს, ხელი დაუქნია და ფეხბურთელის რანგში უკანასკნელად ჩავიდა გასახდელში.

ამის შემდეგ ძალიან დიდი ხანი განიხილებოდა თემა სათაურით - ვინ შეცვლის ფილიპ ლამს? ვფიქრობ, საკითხი არასწორად არის დასმული იმიტომ, რომ "ბაიერნისთვის" ფილიპ ლამის ფიგურა შეუცვლელი იქნება და არასწორია მოთხოვო ვინმეს, რომ იყოს ახალი ფილიპ ლამი. თუმცა, პრობლემატური საკითხი იყო მარჯვენა მცველის პოზიცია, რომელიც ლამის წასვლის შემდეგ დარჩა ცარიელი, მაგრამ ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. როგორ? ამას ახლა მოგახსენებთ, ჩვენს მესამე შემაჯამებელ ბლოგში, რომელშიც ვისაუბრებთ მიუნხენური გრანდის მომავალზე სახელად იოზუა კიმიხი.

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პრესა ბჭობდა თუ ვის შეიძენდა "ბაიერნი" მარჯვენა მცველის პოზიციაზე, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა საკმაოდ მშვიდად იყო და არანაირ ტრანსფერს არ გეგმავდა, ვინაიდან მათ უკვე ჰყავდათ ასეთი მოთამაშე - იოზუა კიმიხი, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი წრე უმაღლეს დონეზე ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავის ასაკში მყოფ ფილიპ ლამს აჯობა კიდეც. მოდი თავიდანვე გავმიჯნოთ და გავარკვიოთ ერთი რამ - ზემოთ მოყვანილ სტატისტიკურ შედარებაში აქცენტი მხოლოდ შეტევით მოქმედებებზეა გაკეთებული იმიტომ, რომ ლამის 2006/07 წლების სეზონის დეტალური მონაცემების მოძიება რთული აღმოჩნდა. აშკარაა, რომ იო შეტევაში უფრო პროდუქტიულია და სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ დაცვაში - შედარებით სუსტი. თუმცა 10 წლის წინ განაპირა მცველებს სულ სხვა რამ მოეთხოვებოდათ, ახლა ისინი უფრო მეტად მუშაობენ მეტოქის კართან სახიფათოდ თამაშზე. სწორედ ამიტომ, ლამსა და კიმიხს შორის, ობიექტურად, ბალანსი დაცულია, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იოზუა დაცვაში სუსტია. ასე ნამდვილად არ არის, პირიქით, საკმაოდ დამაჯერებლად და ჭკვიანურად მოქმედებს, უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფილიპ ლამთან გავავლეთ პარალელები.

კიმიხი და მისი დაცვითი თამაში გამოცდილების დაგროვებასთან ერთად გაუმჯობესდება, თუმცა ის, რასაც 22 წლის ბიჭი აკეთებს - უბრალოდ ფენომენალურია! კარლო ანჩელოტი გასულ სეზონში კიმიხს მუდმივ სათამაშო პრაქტიკას არ აძლევდა და ძირითად მოედნის ცენტრში იყენებდა, ხოლო ახალი სეზონი უკვე მკაფიოდ დაიწყო - პაპა კარლომ იო დაცვის მარჯვენა ფრთაზე გაამწესა და მისთვის მთელი ორი თვე ხელი არ უხლია. დიახ, იოზუა კიმიხმა, სეზონის სტარტზე, ანჩელოტის ხელმძღვანელობით, 9-დან 9 მატჩი ჩაატარა და არცერთი წუთი არ გამოუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ბევრი იყო, იო უდავოდ გამონაკლისი იყო, ვინაიდან ის შესანიშნავად მოქმედებდა და "ბაიერნის" ფანებმა სექტემბრისა და ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კიმიხის ასეთი კარგი თამაშის ფონზე მისი ლამთან შედარება არ წყდებოდა, რასაც ახალგაზრდა გერმანელმა ძალიან ღირსეული პასუხი გასცა: "ეს სიტუაცია ეროვნული ნაკრებიდან კარგად ვიცი და მესმის, რომ შედარებები გაგრძელდება. ერთი მხრივ, ეს ჩემთვის სასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ფილიპ ლამს სრულიად ვერ შევცვლიდი. ფილიპი გუნდის კაპიტანი იყო, რომელიც მუდმივად უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა და მას ყველა პატივს სცემდა. მე ჯერ 22 წლის ვარ და მისგან მხოლოდ სწავლა შემიძლია. თუმცა ვაპირებ, რომ საკუთარი გზით ვიარო". იოს პასუხი სრულიად შემოგთავაზეთ, ვინაიდან ეს მის მენტალურ სიძლიერესა და სწორ მიდგომაზე მეტყველებს.

ოქტომბრის დასაწყისში მიუნხენური გრანდი ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ჩაიბარა და კიმიხმა კარგი თამაშის ჩვენება გააგრძელა. იუპის მოსვლას მისთვის ბევრი არაფერი შეუცვლია, უბრალოდ ჰაინკესმა ის რამდენიმე შეხვედრაში დაასვენა, მხოლოდ სათადარიგო სკამიდან შეუშვა მოედანზე, რაც ბუნებრივია. გუნდის თამაშის გაუმჯობესებამ კი ის გამოიწვია, რომ კიმიხი უფრო ეფექტური გახდა და სახიფათო მომენტების შექმნას უმატა. საბოლოო ჯამში კი 22 წლის გერმანელმა ფანტასტიკური შედეგი დადო - 9 საგოლე პასი მცველისთვის მართლაც შთამბეჭდავი შედეგია, პლიუს ამას 3 გატანილი გოლი.

კიმიხის ტალანტი მსოფლიომ ჯერ კიდევ 2016 წელს გაიცნო, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი პროგრესი აშკარაა. იოზუამ წინა წლებთან შედარებით ჩაწოდება ძალიან დახვეწა და ახლა მისი თითქმის ყოველი მეორე ჩაწოდება ძალიან, ძალიან სახიფათოა. ის ყოველთვის მეტოქის კარზე ორიენტირებული განაპირა მცველი იყო, რაც ევრო 2016-დანაც შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ ახლა ის უფრო კლასიკურ მარჯვენა მცველად იქცა, შესანიშნავი ჩაწოდებით და კარგი მოედნის ხედვით. ეს ორი ელემენტი კი ამ პოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან, რომ იოზუა ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია, მას ცუდი პასი არც აქამდე ჰქონია, უბრალოდ ჩაწოდება და ფლანგიდან სწრაფად გარღვევის შემდეგ საჯარიმოში თანაგუნდელისთვის ზუსტად მიწოდება უფრო რთულია, ამას თავისებური მუშაობა და შესრულება სჭირდება. აშკარაა, რომ კიმიხი ამ მიმართულებით გაიზარდა და ახლა ყველა აღნიშნავს, რომ მას მსოფლიო კლასის ჩაწოდება აქვს.

გარდა შესანიშნავი ჩაწოდებისა და ბრწყინვალე პიროვნული თვისებების, იო დაცვაშიც მშვენივრად მოქმედებს. რა თქმა უნდა, ის უშეცდომო არ არის და ამას არც არავინ ითხოვს, მაგრამ გავიხსენოთ თუნდაც "პსჟ-სთან" საპასუხო მატჩი მიუნხენში, როდესაც მან ნეიმარის წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებლად იმოქმედა. კიმიხის ძლიერი მხარე პოზიციური თამაში ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთ-ერთზე მისი მოტყუება ძალიან რთულია. საწყის პერიოდში, 2016 წლის პირველ ნახევარში, როდესაც პეპ გვარდიოლა კიმიხს ცენტრალური მცველის პოზიციაზე იყენებდა, ის გაცილებით მეტ შეცდომას უშვებდა და პროგრესი ამ მხრივაც იგრძნობა. კიმიხმა მიიღო გამოცდილება, ისწავლა უფრო მეტი, იმუშავა უფრო მეტი და ახლა ის დაცვაში გაცილებით უფრო საიმედოა, ვიდრე წლების წინ.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ბრწყინვალე ტალანტი ზედმეტად თავდაჯერებული არ არის და მუდმივად სწავლობს, მუშაობს, ცდილობს, რომ უფრო უკეთესი გახდეს. გასულ სეზონში კიმიხი პირველი წრის აღმოჩენა იყო და ახლა ის გაცილებით ძლიერად გამოიყურება. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ კიმიხი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, თანაც მზად არის, რომ უფრო მეტიც გააკეთოს!

22 წლის გერმანელმა საკუთარი თამაშით არაერთი ცნობილი და ლეგენდარული საფეხბურთო პერსონა მოხიბლა, რომელთა შორის ლოთარ მათეუსი, მიხაელ ბალაკი და თვით იუპ ჰაინკესია, რომელმაც კიმიხს ბრწყინვალე მომავალი უწინასწარმეტყველა: "ამ ეტაპზე იოზუა "ბაიერნის" მთავარი იმედია. მას დიდებული კარიერა ექნება. კიმიხს ისეთი მენტალიტეტი აქვს, როგორიც გენიალურ ფილიპ ლამს, ბასტიან შვაინშტაიგერს, თომას მიულერსა და მანუელ ნოიერს ჰქონდათ", - იუპისგან ასეთ სიტყვებს ყოველ მოთამაშეზე როდი გაიგებთ.

იოზუა კიმიხმა საკუთარი ტალანტის გამოვლენა პირველივე სეზონში დაიწყო, თუმცა ახლა ის მაღალი დონის მარჯვენა მცველია, რომელიც დიდების გზას ადგას და იმედი ვიქონიოთ, რომ "ბაიერნს" მისი სახით არა ახალი ფილიპ ლამი, არამედ ახალი მსოფლიო კლასის მცველი და მოთამაშე ეყოლება, რომელიც იქნება იოზუა კიმიხი!

წარმატებები იოს, რომელიც დღევანდელ "ბაიერნში" მართლაც გამორჩეული ტალანტია, არამხოლოდ თავისი თამაშითა და უნივერსალიზმით, არამედ საოცრად ძლიერი და მტკიცე მენტალიტეტით.

ბოლოს კი, თუ ვინმეს იოზუას შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, გიტოვებთ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს: "როდესაც კიმიხის თამაშს ვუყურებ, არამხოლოდ იმის შთაბეჭდილება მექმნება, რომ იგი განვითარდება და დაცვის მარჯვენა ფრთაზე უმაღლეს დონეზე იასპარეზებს, არამედ მეჩვენება, რომ იგი 22 წლის ფილიპ ლამს აღემატება კიდეც"скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი იოზუა კიმიხი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
ilavrinelsi
ilavrinelsi | 19 აპრილი 2018 05:58

omega watches outlet

omega watches replica

omega watches outlet

omega watches outlet

omega watches replica

omega watches outlet

omega de-ville watches

omega watches on sale

outlet blog

outlet

About blog
ilavrinelsi
ilavrinelsi | 22 ივნისი 2018 08:05

rolex watches
omega watches
cartier watches

<br&
gt;

±ùä¿ÁÜÔ±ý
±ù¼¤Áèµ°¸â
±ùä¿ÁÜÔ±ý

±ù¼¤Áèµ°¸â

±ùä¿ÁÜÔ±ý

±ù¼¤Áèµ°¸â

±ùä¿ÁÜÔ±ý&l
t;/strong>
±ù¼¤Áèµ°¸â&l
t;/strong>

watches blog

watches

About replicawatches2st.top blog
ilavrinelsi
ilavrinelsi | 26 ივნისი 2018 19:47
tiffany key rings
tiffany key rings for men
tiffany key rings discount

¹ÚÉú԰·227ºÅ2ºÅÂ¥4Â¥£¬300ƽÃ×£¬2Ôª/©O/Ì죬ÎïÒµ6Ôª£¬Ö»ÓлõÌÝ£¬Ã»ÓеçÌÝ£¬±È½ÏʵÓ
㡸ô¶Ï3´ó¼ä£¬5С¼ä£¬²»ÊÇÖн飬

sale blog

sale

About tiffanycorp.cn blog
ilavrinelsi
ilavrinelsi | 8 ივლისი 2018 08:05
Giuseppe Zannotti sneakers for women | Giuseppe Zannotti | Giuseppe Zannotti sneakers
Giuseppe Zannotti sneakers for women | Giuseppe Zannotti | Giuseppe Zannotti sneakers
Giuseppe Zannotti sandals
Giuseppe Zanotti Ankle Boots

women blog

women

About blog
ilavrinelsi
ilavrinelsi | 17 ივლისი 2018 23:36
replica omega
fake omegareplica omega watches

http://www.girltiffany.com/ tiffany outlet,tiffany jewelry outlet,tiffany and co outlet,tiffany outlet online,tiffany outlet store,tiffany outlet locations,cheap tiffany & co,cheap tiffany & co jewelry,tiffany jewelry, tiffany & co, tiffany and co,wholesale tiffany jewelry, tiffany,cheap tiffany,tiffany rings,tiffany silver

museum blog

museum

About fakewatchescheapprice.top blog
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
• bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები

სატურნირო მდგომარეობა