...

"გაცილებით უკეთ შემიძლია თამაში" - კინგსლი კომანის ინტერვიუ

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა, დოჰაში ყოფნის ბოლო დღეს "რეკორდმაისტერის" პრესსამსახურთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

კინგსლი, თუ იცით რამდენ ხანში დაფარავთ 100 მეტრს?
"არა, ამაზე ნამდვილად არასოდეს მიფიქრია. ფეხბურთში, როგორც წესი, მაქსიმუმ მხოლოდ 30-40 მეტრზე გარბენა გიწევს."

100 მეტრიანი სირბილით არ ხართ დაინტერესებული?
"რა თქმა უნდა, ეს ყველას მოსწონს. თუმცა პირადად მე არ მინდა, რომ 100 მეტრზე მორბენალი ვიყო. სწრაფად სირბილი მომწონს, მაგრამ მხოლოდ ბურთთან ერთად. 100 მეტრი კი ძალიან ბევრია (იცინის)."

ჩქარი ტემპი მემკვიდრეობით გერგოთ?
"მამაჩემიც ძალიან სწრაფად დარბოდა, როდესაც ფეხბურთელი იყო. ჩემი ძმაც სწრაფია, მაგრამ ეს მისი ტექნიკურობით არის განპირობებული. ასე, რომ შეიძლება ითქვას, ტემპი მართლაც მემკვიდრეობით მერგო."

ვარჯიშობ იმისათვის, რომ უფრო სწრაფი გახდე?
"არა. მე კოორდინაციასა და სირბილის სტილზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ არა სისწრაფეზე. ის უბრალოდ მაქვს."

შენი მშობლები გვადელუპედან არიან, კარიბის ზღვის იზოლირებული რეგიონიდან. არის შენშნი მეკობრის თვისებები?
"100%-თ. მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი ბაბუები, მთელი ოჯახი გვადელუპედან არის. როგორც წესი, იქ გაზრდილი ადამიანები ძალიან სწრაფად დარბიან, მაგალითისთვის ენტონი მარსიალს ("მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი) მოვიყვანდი. ვფიქრობ, ჩვენ, გვადელუპელებს, ეს გენებში გვაქვს."


მეკობრეობა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არის?
"ჩემს ოჯახში ერთადერთი ვარ, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. გვადელუპეში არ გავზდილვარ, იქ მხოლოდ არდადეგებზე მივდივარ. თუმცა ჩემში ბევრი მეკობრული რამ არის - მუსიკა, საჭმელი. სიცივე არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ პარიზში გავიზარდე, სადაც ხშირად დაბალი ტემპერატურაა. ცივი ამინდი და თოვლი საჩემო ნამდვილად არ არის, დოჰა კი იდეალური ადგილია."

უკვე 2 წელიწად-ნახევარია, რაც გერმანიაში ცხოვრობთ. როგორ გრძნობთ თავს მშვიდობაში?
"გერმანიაში საკმაოდ დიდი სიმშვიდე პირველივე დღიდან ვიგრძენი. ხალხი აქ ძალიან პატივსაცემი და სასიამოვნოა. როდესაც მათ სურათის გადაღება სურთ, ამას ზრდილობიანად კითხულობენ. ეს მომწონს."

გერმანულ ცხოვრებაში იყო ისეთი რამ, რამაც გაგაოცა?
"ცოტათი გამიკვირდა, რომ აქ ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. ეს საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც ერთი წელი ვიყავი, სულაც არ იყო ხშირი შემთხვევა. ეს მიუნხენში პირველ წელს ნამდვილად უპირატესობა იყო."

როგორია თქვენი გერმანული? 
"გერმანული კარგად მესმის და ჩემს თანაგუნდელებთანაც შემიძლია საუბარი. ახლახანს ჩემი პირველი გერმანული ინტერვიუც ჩავწერე, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ. ენა მარტივი ნამდვილად არ არის."

"ბაიერნში" თქვენი მდგომარეობა სულ უფროდაუფრო უმჯობესდება. კმაყოფილი ხართ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრით?
"ვფიქრობ, რამდენიმე ძალიან კარგი თამაში ჩავატარე, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ გაცილებით უკეთ შემიძლია თამაში. მეორე წრეში რაღაც-რაღაცებზე აუცილებლად ვიმუშავებ."


ბოლო სეზონებში ტრავმიანობა ხშირად გაწუხებდათ, ხოლო ამ სეზონის პირველ წრეში ძირითადად ჯანმრთელად იყავით. არის ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი?
"ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ წელიწადი შედარებით მეტი ტრავმით ან პირიქით. იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა იმისათვის, რომ ჯანმრთელად ვიყო, ყველაფერს ვაკეთებ, შესაძლოა უფრო მეტსაც კი, ვიდრე წინა წლებში."

რას გულისხმობთ?
"მაგალითად, ჩემს დიეტას ვაქცევ ყურადღებას. უკვე დიდი ხანია გაზიან სასმელებს აღარ ვსვამ და აგრეთვე, უფრო მეტ ბოსტნეულს მივირთმევ. დღეში ერთხელ მივირთმევ ისეთ სალათს, რომელიც მხოლოდ ბოსტნეულისგან შედგება. აგრეთვე, ვცდილობ, შუადღის შემდეგ ცოტა დავიძინო. არის კიდევ რამდენიმე დეტალი, რომლებიც ჩემი სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად მეხმარება."

რისი გაუმჯობესება გსურთ საფეხბურთო მოედანზე?
"დაგვირგვინების - როგორც დარტყმის, ასევე ბოლო პასის. ბევრი კარგი მოძრაობა გამიკეთებია, მაგრამ შესაბამისად ვერ დამისრულებია. ბოლო ფაზაში უფრო მეტი სიმშვიდეა საჭირო."

იუპ ჰაინკესმა თქვა, რომ თქვენ ჩაწოდებებიც უნდა გააუმჯობესოთ.
"ეს ეხებოდა მომენტს, როდესაც საჯარიმოდან მოშორებით ვიყავი. მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ ცოტა ნელა ჩავაწოდო ხოლმე და ჯერჯერობით ეს კარგად მუშაობს. მუშაობას კი ვაგრძელებ!"скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კინგსლი კომანი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა