...

ბაიერნმა ნავსი გატეხა - ლევერკუზენი აღებულია!

მიუნხენის "ბაიერნმა" 2018 წელი წარმატებით დაიწყო და ლევერკუზენში 4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმი სრულიად თანაბარი და დაძაბული გამოდგა. ლევერკუზენის "ბაიერმა" მეტოქეს არაფერი დაუთმო, მაგრამ მაინც გატყდა. პირველი ტაიმის შუაში კუთხურიდან შექმნილი არეულობით ხავი მარტინესმა ისარგებლა, რომელიც ჯონათან ტამ მიატოვა და ესპანელმა მარცხენა ფეხიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარი "ბაიერმა" ძალიან აქტიურად დაიწყო და საწყისი 5 წუთი სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა, რასაც "ბაიერნის" პასუხი და ფრანკ რიბერის ჩინებული გოლი მოჰყვა - 34 წლის ფრანგმა ოსტატურად შეასრულა. ლევერკუზენელები არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. კევინ ფოლანმდა, ნიკოლას ზიულეს რიკოშეტის დახმარებით, ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ "რეკორდმაისტერმა" საქმე გამარჯვებამდე მაინც დამაჯერებლად მიიყვანა.

შეხვედრის 78-ე წუთზე კი მოედანზე სანდრო ვაგნერი გამოჩნდა, რომელმაც მშობლიური კლუბის მაისურით 10 წლის შემდეგ პირველად მოირგო. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი ხამეს როდრიგესმა თავისი მოპოვებული ძალიან სახიფათო ჯარიმა ულამაზესი დატყმით გოლად აქცია - 3:1!

ბუნდესლიგის მეორე წრე "რეკორდმაისტერმა" მშვენივრად დაიწყო და ახლა 1 კვირა მშვიდად დაისვენებს. მომდევნო მატჩს "ბაიერნი" 21 იანვარს შინ ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ლევერკუზენის ბაიერი 1:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 - მარტინესი (32'), 0:2 - რიბერი (65'), 1:2 - ფოლანდი (71'), 1:3 - ხამესი (90+1').
გაფრთხილება: ფოლანდი, ბელარაბი - მიულერი, რაფინია

ბაიერი: ლენო - ბელარაბი (ჰენრიხსი 59'), ტა, სვენ ბენდერი, ვენდელი, ბეილი - კორი (ალარიო 64'), ლარს ბენდერი - ბრანდტი (მეჰმედი 77'), ფოლანდი, ჰავერტცი.

ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - მარტინესი, ვიდალი - რობენი (კომანი 65'), ხამესი, რიბერი (ვაგნერი 78') - მიულერი (ტოლისო 90+2').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა