გერმანული გამოცემა bild-ი ასახელებს იმ ფეხბურთელის ვინაობას, ვინც ზამტრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბაიერნს დატოვებს. წყაროს მტკიცებით, ასეთი ფრანგი ნახევარმცველი მაიკლ კუიზანსია.
'მაიკლ კუიზანსი ძალიან დიდი ალბათობით ბაიერნს იანვარში დატოვებს. კლუბმა მისი გაყიდვა ზაფხულშიც სცადა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს მსურველი არ გამოუჩნდა', - წერს გამოცემა.
22 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს ბაიერნთან კონტრაქტი 2024 წლის ზახფულამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 7 მილიონი ევროა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ბაიერნი ფრანგ ფეხბურთელს უფრო იაფადაც შეელევა.