მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, იოზუა კიმიხი, გერმანიის ეროვნული ნაკრების 2017 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
გერმანული ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. "ბუნდესთიმის" წლის უძლიერესი ფეხბურთელი ქომაგებმა აირჩიეს და გამოკითხვაში 52 761-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
22 წლის გერმანელმა საერთო ხმების 45,3% დააგროვა. იომ "პსჟ-ს" შემტევ ნახევარმცველ იულიან დრაქსლერსა (37,8%) და "ბარსელონას" გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს (4,7%) აჯობა.
კიმიხი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტიტან მოყოლებული უცვლელი ფიგურაა და გასულ წელს 15 საერთაშორისო მატჩიდან 14 სრულფასოვნად ჩაატარა. ზაფხულში კი კიმიხმა ეროვნულ გუნდთან ერთად კონფედერაციის თასი მოიპოვა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
Bayern.ge © 2016-2017 All rights reserved.
design by Irakli Kurtanidze, code by Giorgi Kakabadze.