...

ჰუმელსი: "ბუნდესლიგა სხვა ლიგებს აშკარად ჩამორჩება"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, გერმანიის ჩემპიონატში არსებულ მდგომარეობაზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუნდესლიგა თავის დონეზე არ იმყოფება.

"ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ბუნდესლიგის მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები ქულებს რეგულარულად კარგავენ, ეს ჩემპიონატის სისუსტეზე მეტყველებს.

ეს შესაძლოა ჩვენი ფანებისთვის იმედის მომცემი იყოს, მაგრამ თუ ამ საკითხს კონკურენტუნარიანობის კუთხით შევხედავთ, მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობას მივიღებთ.

16 ქულიანი უპირატესობა მშვენიერია, მაგრამ ერთია ჩემპიონატის მოგება და მეორე ღირსეულ კონკურენტებთან შესაბამისი დონის მატჩების ჩატარება, რომლებიც ევროთასებზე გამოგვადგება.

ვხედავ, რომ სხვა ლიგები აშკარად წინ არიან. ამ ეტაპზე ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატი ორი უძლიერესი ლიგაა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა სხვა ჩემპიონატებს ძალიან არ ჩამოვრჩეთ.

თუმცა ვგრძნობ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება. ჩვენს ჩემპიონატში ბევრი ახალი მწვრთნელი გამოჩნდა, რომელთაც ნამდვილად ფეხბურთის თამაში სურთ", - განაცხადა ჰუმელსმა.

19 ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგას 16 ქულით ლიდერობს, რაც სეზონის ამ ეტაპზე ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა! იუპ ჰაინკესის გუნდი ბოლო წლებში სრული დომინანტია და ამ სეზონში ზედიზედ მეექვსე ვერცხლის სინს უმიზნებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მატს ჰუმელსი ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა