მოგეხსენებათ, ნიუკასლ იუნატედი ცოტა ხნის წინ, საუდის არაბერთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და მდიდარმა კომპანიამ შეიძინა.
ცხადია, ახალი მფლობელი კლუბში ტოპ კლასის ფეხბურთელების მოყვანას შეეცდება და როგორც გერმანული გამოცემები იტყობინებიან, გუნდის გაძლიერების ერთ-ერთი კანდიდატი ბაიერნის ცენტრალური მცველი ნიკლას ზულეა.
ინგლისური კლუბი 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავს.