...

ლევანდოვსკი ობამეიანგის წასვლას გამოეხმაურა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, სოციალურ ქსელში პიერ-ემერიკ ობამეიანგის ლონდონის "არსენალში" ტრანფერს გამოეხმაურა.

28 წლის გაბონელმა ფორვარდმა გერმანული კლუბი იანვრის სატრანფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დატოვა და "არსენალს" შეუერთდა.

"წარმატებები. სასიამოვნო იყო შენთან ორთაბრძოლა. ჩვენს პროგრესს მხოლოდ ჯანსაღი და ძლიერი კონკურენცია უზრუნველყოფს", - დაწერა 29 წლის პოლონელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი და რობერტ ლევანდოვსკი ბოლო სამი სეზონი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძოდნენ. 2015/16 წლების სეზონში ქვემეხი პოლონელმა მოიპოვა, ხოლო გასულ სეზონში - ობამეიანგმა.

მიმდინარე სეზონში კი ლევანდოვსკი უკვე კონკურენტის გარეშე დარჩა. მის ანგარიშზე გერმანიის ჩემპიონატში 18 გატანილი გოლია, ხოლო ობამეიანგის წასვლის შემდეგ მეორე პოზიციას ალფრედ ფინბოგასონი იკავებს, რომელსაც 7 ბურთით ნაკლები აქვს გატანილი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა