...

Bild: ბაიერნი ვიდალს ზაფხულში გაუშვებს

მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, გერმანული გრანდი შესაძლოა მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვოს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა 30 წლის ჩილელ ჩამშლელს ზაფხულში გაუშვებს.

ზემოთხსენებული პრესის ინფორმაციით, 22 წლის უნიჭიერესი გერმანელი ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას, ტრანსფერი "ბაიერნიდან" ტიაგო ალკანტარას ან არტურო ვიდალის წასვლას გამოიწვევს და დიდი ალბათობით, მიუნხენელები სწორედ არტუროს შეელევიან.

ვიდალის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ გრანდთან 2019 წლის ზაფხულში იწურება და არის ალბათობა, რომ "ბაიერნმა" ის უფასოდ დაკარგოს, ამიტომ არტუროს ზაფხულში გაყიდვა ამ კუთხითაც გამართლებულია.

არტურო ვიდალი მიუნხენის "ბაიერნს" 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ გორეცკას დამატების შემდეგ მოედნის ცენტრში კონკურენცია არანორმალურად გაიზრდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არტურო ვიდალი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა