როგორც დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, ბაიერნის 5 მოთამაშე ამ დრომდე აუცრელია. თავიდან პრესაში სახელები არ სახელდებოდა, მაგრამ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი აუცრელი მოთამაშე იოზუა კიმიხია.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი კამპანია "We Kick Corona"-ს ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია, თავად აცრა დღემდე არ გაუკეთებია.
როგორც მისი გარემოცვა ამბობს, კიმიხის სურვილია, რომ გრძელვადიან კველევებს დაელოდოს ვაქცინის შესახებ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.