მოგეხსენებათ, 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, სადაც ბაიერნი ბენფიკას დაუპირისპირდა, გუნდს მთავარი მწვრთელი, იულიან ნაგელსმანი კორონა ვირუსის გამო გამოაკლდა.
გერმანული პრესა ვარაუდობდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი გუნდთან დაბრუნებას შაბათს, უნიონ ბერლინთან გასამართი მატჩისთვის შეძლებდა, თუმცა როგორც დღეს დაიწერა, ნაგელსმანი გუნდს ვერც 30 ოქტომბერს დაეხმარება.
როგორც ჩანს, მთავარ მწვრთნელს 2 კვირიანი კარანტინის სრულად მოხდა მოუწევს და საყვარელ საქმიანობას 3 ნოემბერს, სწორედ ბენფიკას წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდება.