ბაიერნმა ლივერპულთან ფრე გაიფორმა

ბაიერნმა ლივერპულთან ფრე გაიფორმა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს "ბაიერნი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ.


"ლივერპული" თამაშის დაწყებისთანავე წინ იწევდა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ მიუნხენელებმა წითლების შეტევების მოგერიება შეძლეს. მიუხედავად ამისა, ინგლისელების პრესინგმა გერმანელები აიძულა, დაცვაში შეცდომები დაეშვათ, თუმცა გოლამდე საქმე არც მისულა. პირველი ტაიმის დასასრულს "ლივერპული" მაქსიმალურად უტევდა მოწინააღმდეგის კარს, მაგრამ კლოდ მანემ 100 %-იანი მომენტების გამოყენება ვერ შეძლო. ერთადერთი დადებითი შედეგი "ლივერპულისთვის" პირველ ტაიმში იყო ის ფაქტი, რომ "ბაიერნის" მცველმა, იოზუა კიმიხმა, ყვითელი ბარათი მიიღო და დიდი რაოდენობით მიღებული ბარათების გამო, საპასუხო მატჩს გამოტოვებს. უნდა ითქვას, რომ ინგლისელებს კიმიხის არყოფნა სულაც არ გაუმარტივებთ საქმეს, რადგან მიუნხენელები ბევრად ძლიერები არიან სახლში, ვიდრე - სტუმრად.


მეორე ტაიმის მეორე ნახევარში რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ორივე გუნდს აწყობდა თამაშის ფრედ - 0:0 დასრულება. ერთი მხრივ, "ლივერპული" აგრძელებდა შეტევას, თუმცა დიდ ძალებს არ ხარჯავდა. "ბაიერნი" კი, კონტრშეტევებით იჩენდა თავს და, ამასთან, არ ივიწყებდა დროის გაჭიანურებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღემდე მიუნხენელებს ერთხელაც არ გაუტანით გოლი "ენფილდზე."


გამარჯვებაზე ორიენტირებულმა "ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, 76-ე წუთზე ორმხრივი ცვლილება შეიტანა თამაშში, მან ნაბი კეიტა შეცვალა ჯეიმს მილნერით, ხოლო რობერტო ფირმინო - დივოკ ორიჯით. საპასუხოდ, ნიკო კოვაჩმა მოედანზე ვეტერანი, ფრანკ რიბერი, გამოიყვანა. მოგვიანებით კი, ხამეს როდრიგესმა ადგილი რენატუ სანჩეშს დაუთმო.


ამ ცვლილებების მიუხედავად, ანგარიში მაინც არ გაიხსნა. შემდეგი თამაში ჩატარდება 13 მარტს, მიუნხენში. იქ კი, მატჩის ფრედ დასრულება გამორიცხულია, ამიტომ წინ ბევრად საინტერესო სანახაობა გველოდება.


20-02-2019, 13:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0