პარიზში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია შედგა. France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშედ პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი დაასახელა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ბაიერნის პოლონელ შემტევს, რობერტ ლევანდოვსკის აჯობა და ოქროს ბურთი კარიერაში მეშვიდედ მოიგო.
მე-3 პოზიციაზე ჩელსის შუახაზელი ჟორჟინიო გავიდა, მეოთხეზე კარიმ ბენზემა, ხოლო მეხუთე პოზიცია ნ'გოლო კანტემ დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი ასევე 2021 წლის საუკეთესო გოლეადორიც გახდა.