...

პრევიუ: ლაიფციგი - ბაიერნი

მიუნხენის "ბაიერნმა" შუაკვირას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური საგზური გაიფორმა და ახლა ბუნდესლიგას დაუბრუნდება. სანაკრებო პაუზის წინ "რეკორდმაისტერი" ლაიფციგში რთულ, მაგრამ საინტერესო შეხვედრას ჩაატარებს.

ლაიფციგი - ბაიერნი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXVII ტური
თარიღი: 18 მარტი. 21:00 საათი
სტადიონი: "რედ ბულ არენა", ლაიფციგი
მთავარი მსაჯი: მარკო ფრიტცი
პირდაპირი ტრანსლიაცია: -

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


გერმანიის ვიცე-ჩემპიონები ახლა ცუდ ფორმაში არიან - "ლაიფციგს" ბუნდესლიგაში 4 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე მეორედ მოხდა და "ხარები" უკვე მე-6 პოზიციამდე დაქვეითდნენ. თუმცა ეროვნულ ჩემპიონატში მდგომარეობა კვლავ ძალიან დაძაბული და თანაბარია, ამიტომ "ლაიფციგს" ოთხეულში დაბრუნება შეუძლია, უბრალოდ მთავარია, რომ ძალიან არ ჩამორჩეს. ახლა "ლაიფციგი" ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება, რაც დიდი სხვაობა არ არის. სამაგიეროდ, ხუთშაბათს რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" რთულ ბრძოლაში, ორი მატჩის ჯამში, 3:2 დაამარცხა. "ხარები" გადაღლილები არიან, მაგრამ "ბაიერნთან" საოცრად მოტივირებულები იქნებიან და ეცდება, რომ წარუმატებელი სერია შეწყვიტონ.


მიუნხენის "ბაიერნი" 2018 წელს კვლავ დაუმარცხებელია - "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "ბეშიქთაში" სტამბოლშიც დაამარცხა (3:1) და მომდევნო ეტაპზე ძალიან დამაჯერებლად გავიდა. ბუნდესლიგის წინა ტურში კი იუპ ჰაინკესის გუნდმა შინ "ჰამბურგი" 6:0 გაანადგურა და ახლა ლაიფციგში შედარებით სერიოზული ბრძოლა ელის. იუპ ჰაინკესმა მიუნხენური გუნდი ფანტასტიკურად აათამაშა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გუნდმა კონცენტრაცია არ დაკარგოს. "ბაიერნი" დღევანდელ მატჩს რამდენიმე საკადრო პრობლემით ხვდება. სტამბოლში გუნდს ტიაგო ალკანტარა დაემტვრა, რასაც კორენტენ ტოლისოსა და არიენ რობენის დაზიანებები ემატება. გარდა ამისა, "რეკორდმაისტერს" კომანი და ნოიერი ვერ ეხმარებიან.

"ლაიფციგი" ახალგაზრდული და ძალიან სიმპატიური გუნდია, რომელიც საკუთარი ქომაგების თვალწინ არაფერს დათმობს, "ბაიერნი" კი მორიგი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები


საინტერესო ფაქტები

  • "ლაიფციგის" საუკეთესო ბომბარდირ ტიმო ვერნერს უკვე 7 მატჩია არ გაუტანია გოლი, რაც "ხარების" მაისურით მას აქამდე არასოდეს მოსვლია.

  • ამ გუნდების 4 დაპირისპირებიდან ოთხივე მიუნხენის "ბაიერნმა" მოიგო - სამი ბუნდესლიგაში და ერთი გერმანიის თასზე ამ სეზონში პენალტების სერიით (1:1 და 6:5).

  • რობერტ ლევანდოვსკიმ წინა ტურში ჰეთ-თრიქი გაიფორმა და "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში 100 გოლი დაუგროვდა. 29 წლის პოლონელი კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა, რომელსაც რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდების წინააღმდეგ 14 ბურთი აქვს გატანილი.

  • იოზუა კიმიხი თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება - მისი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე 2013 წლის სექტემბერში სწორედ "ლაიფციგის" რიგებში შედგა და "რეკორდმაისტერს" 2 წელიწადში შეუერთდა.

  • ამ გუნდების წინა სამ დაპირისპირებაში ბუნდესლიგის ეგიდით 14 გოლი გავიდა ანუ მაჩში საშუალოდ 4.7, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.

  • გასულ სეზონში "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გასვლაზე 5:4 გიჟურ შეხვედრაში დაამარცხა - მიუნხენელები მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2:4 აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ არიენ რობენის ბოლო წუთზე გატანილი ფანტასტიკური ბურთით იმარჯვეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები



სატურნირო მდგომარეობა