ლუკა ერნანდესი 100თ მზად ვარ

ლუკა ერნანდესი 100თ მზად ვარ

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ლუკა ერნანდესმა, თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, 100%-თ ვარ მზად. არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ, ფიზიკურად ყველაფერი რიგზეა და მზად ვარ, რომ 100%-თ დავიხარჯო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვმუშაობ და ვვარჯიშობ იმისათვის, რომ გერმანიის თასზე "ბაიერნის" მაისურით ჩემი პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარო და ორშაბათისთვის მზად ვიყო.

ჩემი პირადი მიზანია, რომ ყველა ტიტული მოვიგო. ჩემი სურვილია მოვიგოთ ყველა ტურნირი, რომელზეც გამოვდივართ", - განაცხადა 23 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

ლუკა ერნანდესი "ბაიერნის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა - უნივერსალური მცველი მიუნხენელებმა მადრიდის "ატლეტიკოდან" 81 მილიონ ევროდ შეიძინეს.

"რეკორდმაისტერი" მომდევნო კვირის დასაწყისში, 12 აგვისტოს, გერმანიის თასის პირველ წრეში სტუმრად "ენერგი კოტბუსს" შეხვდება, ხოლო 16 აგვისტოს ბერლინის "ჰერტასთან" საშინაო მატჩით ბუნდესლიგის ახალ სეზონს გახსნის.


9-08-2019, 11:20
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0